ქედის სატყეო ადმინისტრაციის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ცხმორისის სატყეოს (N2 სამცველო) - ტყის მცველი
- ანაზღაურება
- 1 440 ₾
- ქალაქი
- ქედა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ქედის სატყეო ადმინისტრაციის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ცხმორისის სატყეოს (N2 სამცველო) - ტყის მცველი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო
კატეგორია:
ტყის მართვა
განცხადების ბოლო ვადა:
28.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
1440 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ქედა
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
ა) ყოველკვირეულად ახორციელებს სატყეო ადმინისტრაციაში ხე-ტყის ძირობრივად გაცემის შესახებ რეესტრების წარდგენას სამცველოს კვარტლების მიხედვით;
ბ) ტყისმცველი იცავს უშუალოდ მასზე ჩაბარებულ სამცველოს და იქ არსებულ სახელმწიფო ქონებას;
გ) პასუხისმგებელია თავის სამცველოში დადგენილი წესის შესაბამისად ტყის დაცვის განხორციელებაზე და კონტროლზე;
დ) ახორციელებს სამცველოში ტყის წესების დარღვევის გამოვლენას, უზრუნველყოფს საველე აქტის შედგენას და 3 (სამი) დღის ვადაში ინფორმაციის სატყეოს უფროსზე წარდგენას.
ე) ახორციელებს სამცველოში ტყის წესების დარღვევის აღკვეთის ღონისძიებებს;
ვ) ასრულებს ადმინისტრაციის დავალებებს, მითითებებს (განკარგულებებს) სამცველოს დაცვის სამუშაოთა სრულყოფის ღონისძიებების გატარებისათვის;
ზ) წარადგენს ინფორმაციას ტყეებში მავნე ტყის მწერების, ტყის დაავადებების და სხვა მოვლენების შესახებ;
თ) ტყეებში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში დროულად აწვდის ინფორმაციას შესაბამის ორგანოს და იღებს შესაძლო ზომებს მისი ჩაქრობისათვის;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით აკონტროლებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესების დაცვას;
კ) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე აჩერებს სატრანსპორტო საშუალებებს და ახდენს შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმებას. იღებს ზომებს ხე-ტყის უკანონო (უნებართვო) ჭრებისა და ბუნებრივი რესურსების, სხვა სახის უკანონო სარგებლობის აღსაკვეთად.
ლ) ცხოველთა და მცენარეთა განადგურების, მიტაცებისა და დაზიანების აღკვეთა;
მ) სამუშაო დროს ტყის მცველს უნდა ეცვას სსიპ - აჭარის სატყეოს სააგენტოს უფროსის ბრძანებით დამტკიცებული უნიფორმა;
ნ) სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და დავალებების შესრულება.
ო) ახორციელებს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაწერას და პირველი ხარისხის (მრგვალი მორი) სპეციალური ფირნიშით მარკირებას.
პ) სატყეო ადმინისტრაციის II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი - ტყის მცველის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სატყეო ადმინისტრაციის დირექტორის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შესაბამისი სატყეოს II / III კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი - ტყის მცველი.
ჟ) უზრუნველყოფს მასზე გადაცემული ქონების შენახვას და მოვლა/პატრონობას.
მინიმალური განათლება:
პროფესიული
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
დ) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის მე-ІІІ თავი;
ე) „საქართველოს ტყის კოდექსი“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონი;
ზ) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონი;
თ) „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონი;
ი) „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილება;
კ) „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის N46 დადგენილება;
ლ) „საქართველოს „წითელი ნუსხის”დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N190 დადგენილება;
მ) „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს N427 დადგენილება;
ნ) „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ივლისის N383 დადგენილება;
ო) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი 51.
საკონტაქტო ტელეფონები:
(0422) 272893; 595 50 43 67
საკონტაქტო პირი:
ეკა ზანაქიძე
დამატებითი მოთხოვნები:
ა) მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
ბ) დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კანდიდატმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრირებულ ვებგვერდზე www.vacancy.hr.gov.ge-ზე სავალდებულოდ უნდა ატვირთოს უმაღლესი/ პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ი. (უცხოურ ენაზე გაცემული დიპლომის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტ(ებ)ის ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, მოიხსნება კონკურსიდან.
- კონკურსში (გასაუბრება) მონაწილეობას გააგრძელებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.
- კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება საკონკურსო განაცხადში მოცემულ პირობებს; ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
- საკონტაქტო პირთან დაკავშირება შესაძლებელია სამუშაო დღეებში, მითითებულ ნომერზე, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.ნკურსის მიზნებისთვის.
- კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით (განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით).
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილებას იღებს კომისია ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
