კატეგორიის შესყიდვების მენეჯერი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- ქალაქი
- ქუთაისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:00 – 18:00 სთ
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- გამოცდილება
- საცალო ვაჭრობის სფეროში კატეგორიის მენეჯერის ან შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
სრული აღწერა
იმერეთის რეგიონში წამყვანი საცალო ქსელი „ფემილი რითეილი" ეძებს კატეგორიის შესყიდვების მენეჯერს.
პოზიცია: კატეგორიის შესყიდვების მენეჯერი
სამუშაო პირობები:
მდებარეობა: ქუთაისი
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00 სთ
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
- ასორტიმენტის მართვა: კატეგორიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება; ახალი პროდუქციის/ბრენდების დანერგვა; დაბალბრუნვადი, არაეფექტური პროდუქციის იდენტიფიცირება და შეზღუდვა.
- მომწოდებლებთან ურთიერთობა: ახალი მომწოდებლებისა და ალტერნატიული წყაროების მოძიება; კომერციული მოლაპარაკებების წარმოება; ხელშეკრულებების მომზადება, გაფორმება და შეთანხმებული პირობების შესრულების კონტროლი.
- ფასწარმოქმნა და მოგებიანობა: საფასო პოლიტიკისა და ფასნამატის განსაზღვრა; კონკურენტების ფასებისა და ასორტიმენტის მონიტორინგი.
- პრომო და მერჩენდაიზინგი: მარკეტინგული აქციების დაგეგმვა და შედეგების შეფასება; თაროზე პროდუქციის განთავსების (მერჩენდაიზინგის) სტანდარტების დადგენა; ახალი/რეორგანიზებული ობიექტების კომერციული დაგეგმვა.
- მარაგებისა და დანაკარგების მართვა: მარაგების ოპტიმალური დონისა და ლიმიტების კონტროლი; დეფიციტისა და ნელა რეალიზებადი მარაგების მართვა; ჩამოწერებისა და დანაკარგების შემცირება.
- ანალიტიკა და თანამშრომლობა: გაყიდვების, მოგებიანობისა და მარაგების ბრუნვადობის ანალიზი; შიდა დეპარტამენტებთან (ოპერაციული, ლოჯისტიკა, ფინანსები და ა.შ.) ეფექტიანი თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- გამოცდილება: საცალო ვაჭრობის სფეროში კატეგორიის მენეჯერის ან შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- პროგრამული უნარები:
- 1C ERP-თან მუშაობის გამოცდილება.
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (მონაცემთა ანალიზი, Pivot Tables, ფორმულები).
- განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია: ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა).
- ენები:
- ქართული ენა — სრულყოფილად.
- ინგლისური ენა — სასაუბრო დონეზე (B2).
პიროვნული უნარები
- ძლიერი ანალიტიკური აზროვნება.
- ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
- დროის მართვა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: info.familyhr@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 29 24 24. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: "კატეგორიის მენეჯერი"
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის პოტენციური დამსაქმებლისათვის კანდიდატის მიერ გამოგზავნა ჩაითვლება მის თანხმობად, რომ შპს „ფემილი რითეილი“ დაამუშაოს ამ ინფორმაციაში არსებული პერსონალური მონაცემები. დამუშავების მიზანია კანდიდატის შეფასება გამოცხადებული ვაკანსიისათვის და მასთან კონტაქტი. თუ არ მოხდა კანდიდატის შერჩევა, მისი პერსონალური მონაცემები წაიშლება და აღარ გაგრძელდება მათი დამუშავება.
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, საშუალო განათლება, სხვა
- ენები
- ქართული,ინგლისური
- ენები
- ქართული, ინგლისური
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

