PODSYკატეგორიის მენეჯერი
- მისამართი
- თბილისი, პოლიკარპე კაკაბაძის ქ. 27
- ბენეფიტები
- კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას · კორპორაციულ ნომერს (სასაუბრო დრო და ინტერნეტი) · ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს
- მთავარი მოთხოვნა
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე
სრული აღწერა
24-09-2026 - 24-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
PODSY აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე
PODSY ელექტროსიგარეტებისა და აქსესუარების მაღაზიათა ქსელია, რომელიც 2021 წელს დაარსდა. კომპანია მომხმარებლებს მაღალი ხარისხის პროდუქციას, მრავალფეროვან ასორტიმენტსა და შეძენის სასიამოვნო გამოცდილებას სთავაზობს. PODSY-ისთვის მნიშვნელოვანია პროდუქციის ხარისხი და მომსახურების სტანდარტი. ქსელის ასორტიმენტი მუდმივად ახლდება და სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას აერთიანებს.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- კორპორაციულ ნომერს (სასაუბრო დრო და ინტერნეტი);
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
ძირითადი პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიკარპე კაკაბაძის ქ. 27;
- სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00;
- ანაზღაურება: 1800 net; 6 თვის შემდეგ – ანაზღაურების გადახედვა;
- სამუშაო მოიცავს ფილიალებში რეგულარულ ვიზიტებს.
ძირითადი მოვალეობები:
- ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, ახალი ბრენდებისა და მომწოდებლების მოძიება და ქსელის მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- ასორტიმენტის ფორმირება, მოთხოვნისა და მიწოდების შეფასება, კატეგორიის გაყიდვებისა და მომგებიანობის ანალიზი;
- ფასების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება და გაყიდვების ხელშესაწყობად პრომოაქტივობების დაგეგმვა;
- მთავარ საწყობში მარაგების კონტროლი და შესყიდვების ჯგუფისთვის შეკვეთის ფაილის მომზადება;
- მერჩენდაიზინგის სტანდარტების დანერგვა, ფილიალებში მათი შესრულების შემოწმება და დაქვემდებარებული გუნდის მუშაობის კონტროლი;
- თანამშრომლებისთვის პროდუქციის შესახებ ტრენინგების დაგეგმვა და ახალი პროდუქციის პრეზენტაციების მომზადება;
- ახალი პროდუქციის შესახებ ქსელის მენეჯერის ინფორმირება, მარკეტინგის დეპარტამენტისთვის კატალოგისთვის საჭირო აღწერილობის მიწოდება და ვადების დაცვის კონტროლი;
- ციფრულ არხებში ასორტიმენტის კონტროლი და რეპორტების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
- აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე;
- ასორტიმენტის დაგეგმვისა და გაყიდვებისა/მომგებიანობის მონაცემების ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება;
- Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე და PowerPoint-ის ცოდნა;
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
- FMCG სექტორში ანსაცალო ქსელში მუშაობის, ასევე გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი უნარები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და ვადების დაცვის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და ინფორმაციის წარდგენის უნარი;
- თანამშრომლების სწავლების, გუნდის მართვისა და შესრულებული სამუშაოს კონტროლის უნარი;
- პროდუქციის განლაგების შეფასებისა და ბაზრის ტენდენციებზე დაკვირვების უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV/რეზიუმე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ელექტროსიგარეტებისა და აქსესუარების მაღაზიათა ქსელი PODSY აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
