ლიბრეკატეგორიის მენეჯერი
- მთავარი მოთხოვნა
- 2 წლიანი გამოცდილება ბრენდ მენეჯერის, კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე
სრული აღწერა
სს „ნიკორა ტრეიდი“ - საქართველოს საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. ჩვენ პირველებმა დავამკვიდრეთ სუპერმარკეტების ქსელის კულტურა საქართველოში და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის რითეილ სექტორის განვითარებას.
წარმატების ისტორია 2000 წელს დაიწყო და დღეს ვაერთიანებთ ორი ბრენდის -„ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ 650-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში ვქმნით ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და კომფორტზე დაფუძნებულ გამოცდილებას. მუდმივი ზრდა და ინოვაციები გვაძლევს საშუალებას, დავრჩეთ ლიდერ პოზიციაზე და განვავითაროთ თანამედროვე სავაჭრო სტანდარტები საქართველოს მასშტაბით.
სს „ნიკორა ტრეიდი“ დღეს 8500-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რაც კომპანიას საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებას ქმნიან ადამიანები და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი კომპანიის ყველაზე დიდი ღირებულებაა.
შემოგვიერთდი „ნიკორა ტრეიდში“ - კომპანიაში, სადაც პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მომხმარებელზე ორიენტაცია, სტაბილურობა და გაუმჯობესებისკენ სწრაფვა ერთიანდება საერთო მიზნის მისაღწევად - გავაგრძელოთ პირველობის ისტორია.
სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდი ლიბრეს მიმართულებით კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კატეგორიების განვითარების წლიური სტრატეგიის განსაზღვრა, მომხმარებლის საჭიროებების, ბაზრის ტრენდების და გარემო ფაქტორების გათვალისწინებით;
- შემუშავებული სტრატეგიის ფარგლებში ასორტიმენტული მატრიცის მუდმივი განახლება გაყიდვების, მომგებიანობის მაჩვენებლებზე დაყრდნობით;
- პარტნიორ კომპანიებთან ყოველწლიური კონტრაქტების განახლება, ბიზნესის ინტერესების შესაბამისად დამუშავება და შეთანხმება;
- კატეგორიების ჭრილში საფასო პოლიტიკის მართვა, კონკურენტული ფასწარმოქნა და სექტორში ცვლილებებზე დროული რეაგირება;
- კატეგორიის განთავსების ეფექტურობის დამუშავება და ანალიზის საფუძველზე პლანოგრამებში ცვლილებების შეტანა;
- კონკურენტული პრომო ბადის დაგეგმვა, კალენდრის შეთანხმება, პრომო აქტივობებისთვის საჭირო ნაშთებზე პასუხისმგებლობა;
- ქსელების ჭრილში იმპორტის ასორტიმენტის ინიცირება და ბრენდების გაყიდვების მართვა;
- კატეგორიის განვითარების, გაყიდვების, მომგებიანობის ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
- კატეგორიაში კონკრეტული მიმართულების განვითარების, სიახლეების დანერგვის მიზნით პროექტული სამუშაოების დაგეგმვა და კროს-ფუნქციურ დეპარატმენტებთან აქტიური თანამშრომლობა;
- საოპერაციო საკითხებზე ყოველდღიური ჩართულობა და რეაგირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია 2 წლიანი გამოცდილება ბრენდ მენეჯერის, კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის სტრუქტურირების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- პრობლემებზე სრაფად რეაგირების და მათი ეფექტურად გადაჭრის უნარი.
სს „ნიკორა ტრეიდი“ ხელმძღვანელობს თანასწორი შესაძლებლობების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პრინციპებით და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისა თუ თანამშრომლისთვის.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ლიბრე აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კატეგორიის მენეჯერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
