ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბის მასწავლებელი
- ბენეფიტები
- დაზღვევა · კვება · ტრანსპორტირება
- მისამართი
- თბილისი, ლეო კვაჭაძის 17 (ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია)
სრული აღწერა
ორგანიზაცია: შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემია“
პოზიცია: ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბის მასწავლებელი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლეო კვაჭაძის 17 (ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია)
სამუშაო განაკვეთი: სრული
ბრიტანულ-ქართული აკადემია (BGA) მეტია, ვიდრე უბრალოდ სასწავლო სივრცე. ჩვენთან ინოვაციური, საერთაშორისო გარემოა, რომელიც ბრიტანული განათლების მაღალ სტანდარტებსა და თანამედროვე ღირებულებებზე დგას. ნდობა, მუდმივი განვითარება და თანაბარი შესაძლებლობები - ჩვენი სამუშაო გარემოს ნაწილი, ხოლო თანამშრომელი კი ჩვენი წარმატების მთავარი ქვაკუთხედია. BGA-ში მუშაობა მუდმივ განვითარებას, საინტერესო თავგადასავალსა და მრავალფეროვან გამოცდილებას ნიშნავს.
ბრიტანულ-ქართული აკადემია 2026-2027 აკადემიური წლისთვის აცხადებს ვაკანსიას ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბის მასწავლებელი პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მოსწავლეთა ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისი სასწავლო მასალების მომზადება;
- მოსწავლებიისათვის მრავალფეროვანი საგაკვეთილო პროცესის უზრუნველყოფა;
- მოსწავლეთათვის პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა, მათი აქტიური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში;
- მხატვრული და არამხატვრული ტექსტების ანალიზისა და ინტერპრეტაციის სწავლება;
- მოსწავლეთა შემოქმედებითი, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვა;
- ესეების, წერილობითი ნამუშევრებისა და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარება;
- ლიტერატურული დისკუსიების, დებატების, წიგნის განხილვების, შეხვედრებისა და სხვა შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- სკოლაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- შემოქმედებითობა, ახალი იდეებისა და ინიციატივებისათვის მზაობა;
- სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი;
- მზრუნველი და სამართლიანი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ;
ბენეფიტები:
- დაზღვევა
- კვება
- ტრანსპორტირება
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ბრიტანულ-ქართული აკადემია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბის მასწავლებელი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

