ქართულ-რუსული ენის თარჯიმანი
- ანაზღაურება
- 2 080 ₾
- ქალაქი
- რუსთავი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ქართულ-რუსული ენის თარჯიმანი
კონკურსის ტიპი:
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია:
რუსთავის საქალაქო სასამართლო
კატეგორია:
თარგმნა/რედაქტირება
განცხადების ბოლო ვადა:
01.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2080 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
რუსთავი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- სინქრონული თარგმნის უზრუნველყოფა ქართულიდან რუსულ და რუსულიდან ქართულ ენებზე რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოებში სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში განსახილველ საქმეებზე;
- წერილობითი საპროცესო დოკუმენტების თარგმნა ქართულ - რუსულ და რუსულ - ქართულ ენებზე.
მინიმალური განათლება:
სრული ზოგადი განათლება
საკონკურსო თემატიკა:
ა)"საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;
ბ)"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;
გ) „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
დ)"საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 გადაწყვეტილება;
ე)“საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6 (რუსთავის საქალაქო სასამართლო)
საკონტაქტო ტელეფონები:
577670939
საკონტაქტო პირი:
გურამ კორკოტაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი იურიდიული განათლება;
- სასურველია თარჯიმნად მუშაობის გამოცდილება;
- სრულყოფილად ქართულ და რუსულ ენებზე წერა, კითხვა და სინქრონში თარგმნა.
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- მოქალაქეებთან კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- გამარტივებული საჯარო კონკურსი ცხადდება პირის შრომითი ხელშეკრულებით (დროებით ფუნქციების შესასრულებლად) საჯარო სამსახურში მიღებისათვის;
ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველმა კანდიდატმა "ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის დოკუმენტაციის ბლოკში სავალდებულოდ უნდა ატვირთოს:
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული (ბეჭდით დამოწმებული) დიპლომის (ცნობის) ასლი;
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული (ბეჭდით დამოწმებული) დიპლომის (ცნობის) ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- თარჯიმნად მუშაობის დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული (ბეჭდით დამოწმებული) დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- დოკუმენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტაციის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
- კანდიდატებთან გასაუბრება განხორციელდება სასამართლოს მენეჯერის, ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლისა და შესაბამისი ენის მცოდნე თარჯიმნის მონაწილეობით. კანდიდატმა უნდა უზრუნველყოს დავალების შესრულება, კერძოდ წარდგენილი ტექსტის თარგმნა ქართულიდან რუსულ და რუსულიდან ქართულ ენებზე და ელექტრონულ ფორმატში მათი დაბეჭდვა.
პირი არ მიიღება, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის;
ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;
გ) მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
- გამარტივებული კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების საამისოდ უფლებამოსილი პირი გასაუბრებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღეში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
