კარტოგრაფიისა და გეოინფორმაციულ სისტემათა განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 880 ₾
- ქალაქი
- ბათუმი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
კარტოგრაფიისა და გეოინფორმაციულ სისტემათა განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორია
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორია - აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ. მასში არის ოთხი განყოფილება - ადმინისტრაცია, სამშენებლო, ტექნიკური და კარტოგრაფიისა და გეოინფორმაციულ სისტემათა განყოფილებები.
კატეგორია:
საინჟინრო საქმე
განცხადების ბოლო ვადა:
01.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2880 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ბათუმი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
ა) მოამზადოს და მონაწილეობა მიიღოს მიწის ნაკვეთის აგეგმვის საველე და კამერალურ სამუშაოებში;
ბ) მოამზადოს შენობა-ნაგებობების, მიწის ნაკვეთის და ხაზობრივი ნაგებობის როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა აზომვითი ნახაზები წესებისა და ნორმების მოთხოვნების სრული დაცვით;
გ) სპეციალიზირებული მობილური აპარატებისა და მოწყობილობების მეშვეობით, დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით შეასრულოს სამუშაოები, როგორც საველე, ასევე საოფისე;
დ) შესასრულებელი სამუშაოს და კვლევის პერიოდში უფლება აქვს მიიღოს საჭირო ინფორმაცია, განმარტებები და ცნობები;
ვ) პასუხისმგებელია ლაბორატორიის საქმიანობის სწორად და უსაფრთხო წარმართვაზე, ასევე, ლაბორატორიის ქონების, მათ შორის, აპარატურის გამოყენებაზე.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
ბ) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს №388 დადგენილება „მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისათვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულების უფლებამოსილების მქონე პირის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;
გ) საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №315 დადგენილება ,, შენობა-ნაგებობისა და შენობა - ნაგებობის ერთეულის შიდა აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესის დამტკიცების შესახებ“;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 1 მაისის №18 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.ბათუმი ლერმონტოვის 90ბ.
საკონტაქტო ტელეფონები:
577 66 29 27.
საკონტაქტო პირი:
ირმა ურუშაძე
დამატებითი მოთხოვნები:
საკადასტრო, ტოპოგრაფიული ან სხვა საამზომველო სამუშაოების შესრულების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 დღის ვადაში, გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განცხადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: http://www.vacancy.hr.gov.ge.
კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული განათლების დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ასევე ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი) ;
- საკადასტრო, ტოპოგრაფიული ან სხვა საამზომველო სამუშაოების შესრულების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული, დოკუმენტი - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა ან შრომის წიგნაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). (დოკუმენტ(ებ)ის უცხოურ ენაზე არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).
- შეავსოს სამოტივაციო წერილი.
დოკუმენტებში წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, საკონკურსო კომისია იტოვებს უფლებამოსილებას, საჭიროების შემთვევაში უფლებამოსილი ორგანოსგან/კანდიდატისგან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია.
კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ასევე კანდიდატის მიერ სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
