კარიერული განვითარების ცენტრის განყოფილების უფროსი
სრული აღწერა
სსიპ "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტის განყოფილების უფროსის შესარჩევად.
თსუ სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის საშტატო განრიგით განსაზღვრული საბავშვო უნივერსიტეტის განყოფილების უფროსის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 2000 (ორიათასსი) ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით).
შერჩეული კანდიდატები დასაქმდებიან სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით). შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულებით. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ჰქონდეს მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის და ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
გ) ფლობდეს ერთ-ერთი უცხო ენა (წერა, კითხვა, მეტყველება).
გ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office; Internet Browser).
აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
- კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
- ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა;
- ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
- გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
- დასაბუთების უნარი; ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
- პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
- ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.
აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
- ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონს;
- უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონს;
- საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებებს ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ;
- პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე თსუ-ში მოქმედი რეგულაციებს.
სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტის განყოფილების უფროსის პოზიციაზე შერჩეულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების შეასრულება:
- "თსუ საბავშვო უნივერსიტეტის" პროექტების შემუშავება და განხორციელება;
- მოსწავლეებში უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდა, ექსკურსიები უნივერსიტეტში, მოსწავლეებში სწავლისადმი, მეცნიერებისადმი ინტერესის გაზრდა, პროფორიენტაციაში დახმარება;
- განათლების სისტემის სხვა რგოლებთან თანამშრომლობა - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო რესურს-ცენტერები, სკოლები, მუნიციპალიტეტებს დაქვემდებარებული საგანმანათლებლო ცენტრები, უცხოეთის უნივერსიტეტების ანალოგიური სამსახურები და ა.შ.
- "თსუ-დესპანის" პროექტის კოორდინირება;
5)"თსუ საბავშვო უნივერსიტეტის" პროექტების მეშვეობით მოსწავლეების ჩართვა ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების საპასუხო აქტივობებში;
6)სკოლის მოსწავლეებისათვის კარიერის დაგეგმვის და განვითარების კურსების შემუშავება და განხორციელება
- სკოლის მოსწავლეებისათვის პროფორიენტაციის კურსების შემუშავება და განხორციელება 8) ცენტრის ხელმძღვანელის მიმდინარე დავალებების შესრულება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა - "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ".
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.
მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 2026 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს "სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტის განყოფილების უფროსი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
