კარიერული დაგეგმვისა და პროფესიული მომზადების სამსახურის უფროსი
გამოქვეყნდა 8 ოქტბოლო ვადა: 20 ოქტ
- ანაზღაურება
- 2 500 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 3 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
კარიერული დაგეგმვისა და პროფესიული მომზადების სამსახურის უფროსი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - დიპლომატიის აკადემია
კატეგორია:
ადამიანური რესურსების მართვა
განცხადების ბოლო ვადა:
20.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2500 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის კარიერული განვითარების პროგრამების შემუშავება;
- კარიერული კონსულტაციისა და პროფესიული ორიენტაციის სერვისების ორგანიზება;
- კარიერული დაგეგმვის, სამუშაოს ძიების, CV-ის, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების ტექნიკების შესახებ ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზება;
- კარიერული განვითარების თანამედროვე ტენდენციებისა და ბაზრის მოთხოვნების ანალიზი.
- ტრენინგების, ვორქშოფების, მასტერკლასებისა და სასერტიფიკატო პროგრამების ორგანიზება;
- პროფესიული განვითარების საჭიროებების კვლევა და შესაბამისი სასწავლო აქტივობების შეთავაზება;
- დამსაქმებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება;
- კარიერული ფორუმების, დასაქმების დღეებისა და ღონისძიებების ორგანიზება.
- ინდივიდუალური და ჯგუფური კარიერული კონსულტაციების ორგანიზება;
- სამსახურის საქმიანობის სტრატეგიული და საოპერაციო დაგეგმვა;
მინიმალური განათლება:
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება:
3 წელი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გიორგი ლეონიძის 3-5
საკონტაქტო ტელეფონები:
555700546
საკონტაქტო პირი:
თამარ მანგოშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
განათლება:
- სასურველია განათლების, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;
სამუშაო გამოცდილება:
- ხელმძღვანელ პოზიციაზე, არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, კარიერული მომსახურების, ადამიანური რესურსების მართვის, განათლების ან პროფესიული განვითარების სფეროში.
პროფესიული ცოდნა და კომპეტენციები:
- ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი;
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- მოლაპარაკებებისა და პარტნიორული ურთიერთობების მართვის უნარი;
- პროექტების დაგეგმვისა და მართვის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
დამატებითი ინფორმაცია:
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი.
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ასლი, ხოლო თუ დიპლომი გაცემულია საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, მისი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების დამადასტურებელი ცნობა;
- ცნობები სამუშაო გამოცდილების შესახებ.
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სერტიფიკატის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, აკადემია იტოვებს უფლებას გასაუბრების პროცესი წარმართოს ინგლისურ ენაზე.
- სამოტივაციო წერილი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2026 წლის 5 ოქტომბრიდან 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გამოქვეყნდება არა უგვიანეს 2026 წლის 10 ნოემბრისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
