კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 080 ₾
- ქალაქი
- ბათუმი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ბათუმის საქალაქო სასამართლო
კატეგორია:
საქმისწარმოება
განცხადების ბოლო ვადა:
08.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2080 ლარი
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ბათუმი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- სასამართლოში შემოსული მასალების ფორმალური გამართულობის შემოწმება;
- სასამართლოში შემოსული სარჩელების და სხვა მასალების ელექტრონული რეგისტრაცია და დასკანერება;
- რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობის გაცემა;
- სასამართლოში შემოსული მასალების შესაბამის ჟურნალებში აღრიცხვა, სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება და ელექტრონული საქმის წარმოების და ავტომატური განაწილების პროგრამაში მონაცემების შეყვანა;
- ელექტრონული სისტემით განაწილებული საქმეების შესაბამისი თანამდებობის პირისათვის დაუყოვნებლივ გადაცემა;
- სასამართლოში მოსული მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
- კორესპონდენციაზე პასუხების მომზადება;
- სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
- ხელმძღვანელის კანონიერი მითითებების შესრულება;
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
პროფესია:
იურისტი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
გ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
ე) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) “საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 1 მაისის N1/56 გადაწყვეტილება;
თ) "საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის #1/310 გადაწყვეტილება;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა N30
საკონტაქტო ტელეფონები:
577 14 88 37;
საკონტაქტო პირი:
ინგა ფუტკარაძე
დამატებითი მოთხოვნები:
- სასურველია კანდიდატს სასამართლო სისტემაში გავლილი ჰქონდეს სტაჟირება;
უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- მოქალაქეებთან კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს და შემდეგ ეტაპზე (ზეპირი დავალება და გასაუბრება) გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განცხადების (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;
- კონკურსის მეორე ეტაპზე თითოეულ კანდიდატს საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე მიეცემა ზეპირი დავალება კითხვების სახით;
„ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სასამართლო სისტემაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ცნობა (არსებობის შემთხვევაში);
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
- კანდიდატთან დაკავშირება მოხდება მხოლოდ მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
- დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთების შემთხვევაში, უნდა აიტვირთოს მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი). საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა აიტვირთოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე;
- კანდიდატმა გასაუბრების ეტაპზე სავალდებულოდ უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
- საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით;
- საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში;
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
