კანცელარიის სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 400 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
კანცელარიის სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
თბილისის საქალაქო სასამართლო
კატეგორია:
საქმისწარმოება
განცხადების ბოლო ვადა:
23.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2400 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- საქმისწარმოების დასრულების შემდეგ მასალების ჩაბარება, სრულყოფილებისა და აღსრულების საკითხის შემოწმება;
- საქმეების ზემდგომ სასამართლოს ინსტანციაში განსახილველად გაგზავნა;
- ზემდგომი სასამართლოდან განხილვის შემდეგ დაბრუნებული საქმეების მიღება, შემოწმება, სააღრიცხვო სტატისტიკურ ბარათზე შედეგის აღნიშვნა;
- საქმეთა აღსრულების უზრუნველყოფა;
- კანცელარიაში არსებულ საქმეთა დაკავშირებით შესულ კორესპონდენციაზე პასუხის გაცემა;
- საქმეში არსებული დოკუმენტაციის ასლების მხარისათვის გადაცემა;
- კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების გაცემა;
- სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილება-განჩინებების გერბიანი ბეჭდით დამოწმება;
- კორესპონდენციაზე პასუხების მომზადება;
- სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
- ხელმძღვანელის კანონიერი მითითებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;
გ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
დ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
ე) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
ვ) ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) ,,საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება;
თ) „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 1 მაისის №1/56 გადაწყვეტილება;
ი) „საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 გადაწყვეტილება".
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64
საკონტაქტო ტელეფონები:
577 923 323; 595 02 5555; 251 03 00 (7707, 7708)
დამატებითი მოთხოვნები:
- სასურველია უცხო ენის ცოდნა.
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს და მეორე ეტაპზე (ზეპირი დავალება და გასაუბრება) გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განცხადების (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.
- კონკურსის მეორე ეტაპზე თითოეულ კანდიდატს საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე მიეცემა ზეპირი დავალება შეკითხვების სახით.
„ჩემი რეზიუმე"-ს ,,განათლების" ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა აიტვირთოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე.
- „ჩემი რეზიუმე"-ს ,,რეკომენდატორები"-ს ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა მიუთითოს ერთი რეკომენდატორის სახელი, გვარი, საქმიანობის სფერო და საკონტაქტო ინფორმაცია.
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
- დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთების შემთხვევაში, უნდა აიტვირთოს მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).
- კანდიდატთან დაკავშირება მოხდება ვებ-გვერდის (www.vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით ან/და მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
კონკურსანტების საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ კონკურსის მეორე ეტაპზე (კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში) განხორციელდება გასაუბრების აუდიო/ვიდეოჩაწერა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
