ქალაქგეგმარებისა და მიწის ნაკვეთების საზღვრების მომზადების სამსახურის მთავარი სპეციალისტი (ექვივალენტური თანამდებობა - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
- ანაზღაურება
- 4 000 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 3 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ქალაქგეგმარებისა და მიწის ნაკვეთების საზღვრების მომზადების სამსახურის მთავარი სპეციალისტი (ექვივალენტური თანამდებობა - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ქონების მართვის სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო
კატეგორია:
ქონების მართვა
განცხადების ბოლო ვადა:
29.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
4000 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მიმდინარე ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა და კონტროლი;
- ქალაქგეგმარებითი ანალიზი მიწის ნაკვეთების საზღვრების მომზადების (კორექტირების) პროცესში;
- ქალაქგეგმარებითი პოზიციის დაფიქსირება;
- კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიის დაგეგმარება;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნით ტერიტორიების სიტუაციური ნახაზების და აეროგადაღებების მომზადება;
- მუნიციპალიტეტის როგორც უძრავი ქონების ან/და ხაზობრივი ნაგებობების მესაკუთრის/შესაძლო მესაკუთრის პოზიციის დაფიქსირებ
- სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან;
- სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ სამსახურის უფროსისთვის ანგარიშის წარდგენა;
- დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება;
- სააგენტოს უფროსის ან/და კურატორი მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება;
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
3 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“;
- ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს N261 დადგენილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“.
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის N9-34 დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-42 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქალაქი თბილისი, ჟიული შარტავას ქუჩა N7 (მე-5 სართული)
საკონტაქტო ტელეფონები:
568877800, 577991949
საკონტაქტო პირი:
გულიკო აფციაური, ქეთევან მშვიდობაძე
დამატებითი მოთხოვნები:
- ადმინისტრაციულ ორგანოში, ქონებრივ საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ენის „B2“ დონეზე ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
ღია კონკურსი ცხადდება სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე შესაბამისი კანდიდატურის შერჩევისა და დასაქმების მიზნით.
კანდიდატებს კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 კალენდარული დღის ვადა.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა, სავალდებულოა განცხადების შევსების დროს, შესაბამის გრაფაში ატვირთონ:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
წინამდებარე საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატი კონკურსის მომდევნო ეტაპზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადის მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვისა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
