ქალაქგეგმარების მიმართულების ხელმძღვანელი
სრული აღწერა
ჩვენ ვართ Studio 9 - all in one არქიტექტურული სტუდია, რომელიც 2012 წლიდან საქართველოში ქმნის მასშტაბურ და კონტექსტზე დაფუძნებულ არქიტექტურულ, ინტერიერის დიზაინისა და ურბანულ პროექტებს. კომპანია საქართველოს ორ ლოკაციაზე - თბილისსა და ფოთში ოპერირებს, სადაც ჩვენი გუნდები რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან გამოწვევებზე მუშაობენ.
13+ წლის განმავლობაში განხორციელებული გვაქვს 200-ზე მეტი პროექტი არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, მშენებლობისა და ქალაქგეგმარების მიმართულებით. ჩვენი გუნდი აერთიანებს 65-ზე მეტ სპეციალისტს და მართავს პროცესს სრულ ციკლად - კონცეფციის ჩამოყალიბებიდან საბოლოო რეალიზაციამდე.
სტუდიის პორტფოლიო მოიცავს საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებს, ურბანულ გენგეგმებს, სპორტულ ინფრასტრუქტურას, ისტორიული ობიექტების რეაბილიტაციასა და კერძო საცხოვრებელ არქიტექტურას.
კომპანიის ვებგვერდი : www.studio9.ge
მიმდინარე გაფართოებისა და ახალი პროექტების ფარგლებში, ვაცხადებთ ვაკანსიას ქალაქგეგმარების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ადგილობრივ თვითმმართველობასა და შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობა;
- შესაბამისი კანონმდებლობის დეტალურად ცოდნა გრგ, გდგ დოკუმენტაციის მომზადება;
- ურბანული დაგეგმვა და დიზაინ კონცეფციის შემუშავება;
- პროექტების მართვა;
- შესაბამისი კვალიფიკაციის ქვეკონტრაქტორების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
- დაინტერესებული, ჩართული მხარეების ინფორმირება, კომუნიკაცია.
- ქალაქგეგმარების მიმართულების ჯგუფის ხელმძღვანელობა და დედლაინების დაცვის კონტროლი;
- ქალაქგეგმარების მიმართულების ჯგუფის მიერ შესრულებული საქმიანობის კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გუნდის მართვის გამოცდილება
- უმაღლესი განათლება ურბანული დაგეგმვის მიმართულებით;
- ურბანული დაგეგმარების ან მსგავს სფეროებში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- გეოგრაფიული ინფორმაციის სისტემები (GIS);
- პროგრამები: (Archicad, AutoCAD, Adobe Photoshop)
პიროვნული თვისებები :
· გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· პუნქტუალურობა;
· კომუნიკაბელურობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"Studio 9" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ქალაქგეგმარების მიმართულების ხელმძღვანელი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

