ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 240 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- საბუღალტრო აღრიცხვის ან ფინანსების, შესყიდვების, ან ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით არანაკლებ 1 წლიანი საამუშაო გამოცდილება
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
საფინანსო/საბიუჯეტო
განცხადების ბოლო ვადა:
18.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2240 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- განყოფილებისთვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს ადმინისტრაციულ ორგანოთა, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებებს და განცხადებებს;
- კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას და სხვა დოკუმენტაციის მომზადებას;
- ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის სახაზინო განყოფილებაში წარსადგენი ვალდებულების დოკუმენტების და საგადახდო მოთხოვნების მომზადება;
- გამგეობის თანამშრომლებისთვის გასაცემი შრომის ანაზღაურების დადგენილი წესით უზრუნველყოფა;
- შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემის მეშვეობით კანონმდებლობით დადგენილი დეკლარაციების შევსება და გადაგზავნა;
- გამგეობის მიერ გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების და გამგებლის მიერ გამოცემული ბრძანებების შესრულების კონტროლი;
- გამგეობის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმებით, გამგეობის სარგებლობაში არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების ობიექტების, მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა, შესაბამისი კომისიის მეშვეობით ინვენტარიზაცია და ერთიანი მონაცემთა ბაზის ფორმირება;
- განყოფილების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის ყველა აუცილებელ ღონისძიების განხორციელება;
- ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებები.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქალაქი თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N29
საკონტაქტო ტელეფონები:
2374361
საკონტაქტო პირი:
ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით წარმომადგენელი
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა: საბუღალტრო აღრიცხვის ან ფინანსების, შესყიდვების, ან ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით არანაკლებ 1 წლიანი საამუშაო გამოცდილება;
სავალდებულოა:ერთი უცხო ენის ცოდნა მაინც ვერბალური (დონე A1), წერითი (დონე A1);
კომპეტენციები და უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობა;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
*შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კარიერული განვითარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის მასშტაბით.
-შიდა კონკურსი გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას ქალაქ თბილისის მერიის სისტემის მასშტაბით მოქმედი მოხელეებიდან;
-შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს რეზერვში ჩარიცხულ პირს და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს.
-შიდა კონკურსში განაცხადის წარდგენისას აუცილებელია კანდიდატმა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება რომ კანდიდატი არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის მასშტაბით მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი.
-ცნობა გაცემული უნდა იყოს კონკურსში განაცხადების წარდგენის პერიოდში, რაც შეადგენს კონკურსის გამოცხადებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ დღეს;
- სავალდებულოა კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა აპლიკანტმა ატვირთოს სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე;
გ) სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად უნდა იყოს განხილული კონკრეტულ თანამდებობაზე დასაქმების მოტივაცია;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს, ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
