ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საორგანზიაციო განყოფილების უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 240 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- მოქალაქეებთან კომუნიკაციის, საორგანიზაციო საქმიანობის, ეკონომიური ან სამართლის ან საქმისწარმოების ან ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საორგანზიაციო განყოფილების უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
ადმინისტრაცია
განცხადების ბოლო ვადა:
13.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2240 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- გამგეობაში ელექტრონულად შემოსული ყველა წერილის გადანაწილება, შესაბამის კურატორ მოადგილეებთან და ანოფილებებთან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით. კონტროლი და დავიზება ყველა გასულ კორესპოდენციაზე.
- მოქალაქეთა შეხვედრების უზრუნველყოფა, როგორც გამგებელთან ასევე გამგებლის მოადგილეებთან და შემდგომ ამგებლის მიერ გაცემული დაპირებების კონტროლი, რამდენად შესრულდა კონკრეტულ მოქალაქესთან მიმართებაში.
- გამგებლის მოთხოვნის შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის ან დავალების გაცემა გამგებლის მოადგილეებისთვის, განყოფილების უფროსებისთვის თუ რომელიმე კონკრეტულ თანამშრომლისთვის და შემდგომ გაცემული დავალებების კონტროლი თუ რამდენად უზრუნველყო კონკრეტულმა შემსრულებელმა ესა თუ ის საკითხი.
- მთავრობის სხდომაზე გაცემული დავალებების (რაც მთავრობის სხდომის საოქმო დავალებაში გამგებელს უწერია და პასუხისმგებელია მის შესრულებაზ - ინფომირება შესაბამისი კურატორი მოადგილეების, აპარატის უფროსის ან რომელიმე განყოფილების და ამ საკითხების დროული შესრულებისთვის მეთვალყურების გაწევა.
- გამგებლის ელექტრონულ ფოსტაზე (მეილზ - მიღებული ინფორმაციის მიღება, საჭირო მასლების მოძიება, გადამუშავება და საპასუხო ინფორმაციის მომზადება-გადაგზავნა.
- ინტენსიური შეხვედრები მოქალაქეებთან და სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაციის გაწევა.
- სატელეფონო ზარებზე პასუხი და როგორც მოქალაქეების, ასევე ცხელი ხაზის და საჭიროების მიხედვით შესაბამისი რეაგირება.
- ჩვენი ან მათი საჭიროების მიხედვით კომუნიკაცია, სხვადასხვა გამგეობებთან ან საქალაქო სამსახურებთან.
- ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებები“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი დ.გურამიშვილის გამზ.25/რ
საკონტაქტო ტელეფონები:
595097887
საკონტაქტო პირი:
ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით წარმომადგენელი
დამატებითი მოთხოვნები:
- სავალდებულოა მოქალაქეებთან კომუნიკაციის, საორგანიზაციო საქმიანობის, ეკონომიური ან სამართლის ან საქმისწარმოების ან ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სავალდებულოა ერთი უცხო ენის ცოდნა მაინც: ვერბალური დონე A1; წერითი - A1;
კომპეტენცია და უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობა;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
*შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კარიერული განვითარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის მასშტაბით.
-შიდა კონკურსი გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას ქალაქ თბილისის მერიის სისტემის მასშტაბით მოქმედი მოხელეებიდან;
-შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს რეზერვში ჩარიცხულ პირს და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს.
-შიდა კონკურსში განაცხადის წარდგენისას აუცილებელია კანდიდატმა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება რომ კანდიდატი არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის მასშტაბით მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი.
-ცნობა გაცემული უნდა იყოს კონკურსში განაცხადების წარდგენის პერიოდში, რაც შეადგენს კონკურსის გამოცხადებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ დღეს;
- სავალდებულოა კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა აპლიკანტმა ატვირთოს სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე;
გ) სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად უნდა იყოს განხილული კონკრეტულ თანამდებობაზე დასაქმების მოტივაცია;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს, ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
