ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე (გამგებლის მოადგილე)
- ანაზღაურება
- 5 760 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- მთავარი მოთხოვნა
- ერთი უცხო ენის ცოდნა მაინც ვერბალური (დონე A1), წერითი (დონე A1)
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე
პოზიციის დასახელება:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე (გამგებლის მოადგილე)
კონკურსის ტიპი:
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა:
26.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
5760 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- რაიონის ეკონომიკური პროფილის და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების გათვალისწინებით რაიონის პრიორიტეტების შემუშავება;
- ეკონომიკური განვითარების მიმართულებით თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციის უზრუნველყოფა;
- თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად ადგილობრივი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მომზადების
კოორდინაცია და განხორციელების ორგანიზება;
- ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება ტერიტორიული ერთეულის
დონეზე;
- თანადაფინანსებული პროექტების დაგეგმვა, მართვა და განხორციელება მაღალი ხარისხით;
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა;
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კონსულტირება ეკონომიკური პროექტების შემუშავების და დაფინანსების წყაროების, დონორი ორგანიზაციების მოძიების
მიზნით;
- საუბნო განყოფილებების მუშაობის კოორდინაცია, ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად მოპოვების, ანალიზის უზრუნველყოფა;
- საუბნო განყოფილებების ჩართულობით მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური კვლევების ორგანიზება, საჭიროებების იდენტიფიცირება;
- საჭიროებების ტენდენციების გამოვლენა, მიზეზების მოკვლევა და პრიორიტეტიზაცია ეკონომიკური პროექტების განვითარების მიზნით;
- სოციალურ-ეკონომიკური კვლევის სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- მიზნობრივი ჯგუფების იდენტიფიცირება, მათთან მუშაობა და მათი საჭიროებების კვლევა;
- მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა მოთხოვნებისა და განცხადებების შესახებ ინფორმაციის გატანა პრობლემებსა და მოთხოვნებზე რეაგირების განხილვის
საბჭოზე.
- წლის სტრატეგიული პროექტებისა და პროგრამების გეგმის შედგენა მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით;
- სტრატეგიული პროექტებისა და პროგრამების გეგმის განხილვა, კორექტირება და დამტკიცების უზრუნველყოფა;
- დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების მუდმივი ანალიზი;
- დამტკიცებული პროექტებისა და პროგრამების დეტალური გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა და შესრულების კონტროლი;
- მიმდინარე რეჟიმში დაფიქსირებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე სწრაფი და დროული რეაგირება პრობლემის
აღმოფხვრის მიზნით;
- პროექტების მართვის მეთოდოლოგიისა და მიდგომების განვითარება;
- პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემების, ვადების დარღვევის რისკების, არასათანადო ხარისხის მიღწევის რისკების
დროულად აღმოჩენა, მიზეზების მოკვლევა და რეაგირება;
- მიმდინარე და დასრულებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გატანა პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციისა და მართვის საბჭოზე;
- სოციალური მიმართულებით საბიუჯეტო პროგრამების განხორციელება;
- სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართა კვლევა, საჭიროებების იდენტიფიცირება და პროგრამების სრულყოფა;
- მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა მოთხოვნებისა და განცხადებების შესახებ ინფორმაციის გატანა პრობლემებსა და მოთხოვნებზე რეაგირების განხილვის
საბჭოზე;
- სოციალური, განათლების, სპორტისა და კულტურის მიმართულებით პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
- პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემების , ვადების დარღვევის რისკების, არასათანადო ხარისხის მიღწევის რისკების
დროულად აღმოჩენა, მიზეზების მოკვლევა და საკითხის გატანა პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციისა და მართვის საბჭოზე;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური
დებულებები.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ.N1.
საკონტაქტო ტელეფონები:
599429500
საკონტაქტო პირი:
ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა: მოქალაქეებთან კომუნიკაციის ან კონტრაქტორ კომპანიებთან ურთიერთობის ან საინჟინრო სამშენებლო საქმის ან არქიტექტურის ან ფინანსების ან ეკონომიკის ან ჯანდაცვის ან სამართლის მიმართულებით 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ან ამავე მიმართულებებით მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელობის 1 წლის გამოცდილება.
სავალდებულოა: ერთი უცხო ენის ცოდნა მაინც ვერბალური (დონე A1), წერითი (დონე A1);
სასურველია: განათლება მაგისტრი.
კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი;
- სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
- სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
- ცვლილებების/სიახლეების ინიცირებისა და მართვის უნარი;
- პროექტების მართვის უნარი;
- თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
- მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
- გუნდის განვითარების უნარი;
10.. პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;
- დახურული კონკურსში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
- დახურული კონკურსში აუცილებელია კანდიდატმა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან რეზერვში ჩარიცხული პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი, რაც მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
- ცნობა გაცემული უნდა იყოს კონკურსში განაცხადების წარდგენის პერიოდში, რაც შეადგენს კონკურსის გამოცხადებიდან 6 (ექვსი) კალენდარულ დღეს.
- სავალდებულოა კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა აპლიკანტმა ატვირთოს სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე;
გ) სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად უნდა იყოს განხილული კონკრეტულ თანამდებობაზე დასაქმების მოტივაცია;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
- დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს, ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
