კახეთის რეგიონული სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - იურისტი
- ანაზღაურება
- 2 880 ₾
- ქალაქი
- თელავი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
კახეთის რეგიონული სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - იურისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ორგანიზაციის შესახებ:
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში. სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, გარემოს დაბინძურების ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა და სხვა.
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
17.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2880 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თელავი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
- სამმართველოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში და სხვა ორგანოებში;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობის მიღება;
- სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
- სამმართველოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში და სხვა ორგანოებში;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობის მიღება;
- კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში სასამართლოში წარსადგენად შესაბამისი სარჩელის მომზადება;
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით სამმართველოს მიერ გამოტანილი დადგენილებების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- სამმართველოში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა;
- საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით სამმართველოს მიერ გამოტანილი დადგენილებების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
- კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოს უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
სამართლის მიმართულებით
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს შრომის კოდექსი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (კარი მეათე – დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ);
- საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;
- საქართველოს კანონი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“;
- „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილება;
- „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილება;
- „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანება;
- „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ვლადიმერ წითლანაძის I შესახვევი №1 (გ. გულუას ქ. მიმდებარედ)
საკონტაქტო ტელეფონები:
2 72 02 69
დამატებითი მოთხოვნები:
- იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია:
„ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში კანდიდატი ვალდებულია ატვირთოს:
ა) ველში - „განათლება" - უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დოკუმენტის ასლი;
ბ) ველში - „სამუშაო გამოცდილება“ - სამუშაო გამოცდილების ან/და მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
უცხოენოვანი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ მისი თარგმანი ქართულ ენაზე და ნოტარიულად დამტკიცებული ეგზემპლიარი, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტი არ განიხილება.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე.
კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
