კაფის მენეჯერი
გამოქვეყნდა 3 ნოებოლო ვადა: 2 დეკ
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- მისამართი
- ბათუმი, ლერმონტოვის 8
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე
სრული აღწერა
"კოპი" ეძებს კაფის მენეჯერს.
"Kopi" — არის სივრცე, სადაც განსაკუთრებული ყავა, დიზაინი და თანამეგობრობა ერთიანდება. ჩვენ ვქმნით და ვავრცელებთ Specialty ყავის კულტურას ბათუმში, ყველასთვის, ვისთვისაც ყავა ნიშნავს უფრო მეტს — შთაგონებას, რიტუალს და სიამოვნებას.
ვეძებთ ორგანიზებულ და პასუხისმგებლობიან ადამიანს, რომელსაც უყვარს ყავა და სურს ყავაზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობა. მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება კაფის ყოველდღიურ მართვაზე, გუნდის გამართულ მუშაობასა და მომსახურების ხარისხზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კაფის ყოველდღიური მუშაობის ორგანიზება და კონტროლი, თანამშრომლების მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულების მონიტორინგი;
- გუნდის კოორდინაცია, სამუშაო გრაფიკების შედგენა და მართვა;
- თანამშრომლების მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში დახმარება;
- მომსახურების ხარისხისა და შიდა სტანდარტების დაცვის კონტროლი;
- საკვების, სასმელების, სამუშაო სივრცეებისა და დარბაზის ჰიგიენის კონტროლი დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
- მარაგებისა და პროდუქტების ვარგისიანობის ვადების მონიტორინგი, საჭირო პროდუქციის დროული შეკვეთა;
- მომწოდებლებისგან შეკვეთების მიღება და შემოწმება, მომხმარებლის შეკვეთების მომზადებისა და გაცემის კოორდინაცია;
- ყოველთვიური ინვენტარიზაციის ორგანიზება და მარაგების რეგულარული აღრიცხვა;
- Poster POS-ში კერძების, სასმელების, ინგრედიენტებისა და რეცეპტურების მართვა;
- ბუღალტრებთან კომუნიკაცია და საჭირო დოკუმენტაციის დროული მიწოდება;
- სტუმრების უკუკავშირზე რეაგირება და ყოველდღიური პრობლემების მოგვარება;
- დამფუძნებლებთან რეგულარული ანგარიშგება და სამუშაო პროცესების გაუმჯობესება.
რას ველით შენგან:
- ყავის სიყვარულსა და სურვილს, მეტი გაიგო ყავის შესახებ;
- გუნდის მართვისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების უნარს;
- პასუხისმგებლობის გრძნობას, დეტალების მიმართ ყურადღებასა და ინიციატივას;
- სტუმრებთან, გუნდთან და პარტნიორებთან ეფექტურ კომუნიკაციას;
- კაფის ან რესტორნის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ბათუმი, ლერმონტოვის 8;
- გრაფიკი: კვირაში 5 დღე
- ანაზღაურება: 1500 ლარი
დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით "მენეჯერი" შემდეგ ელფოსტაზე: Espresso@kopiroastery.com.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1500
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, დოქტორი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
