კაფე საფორეს ქსელის მენეჯერი
- ანაზღაურება
- 2 000 ₾ / თვე
- მისამართი
- თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 95
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- 5 წელი
სრული აღწერა
სამუშაოს მიზანი: კაფეების ქსელის ეფექტიანი მართვა, მომსახურებისა და პროდუქციის ერთიანი სტანდარტის უზრუნველყოფა და ქსელის შემოსავლიანობის ზრდა.
ძირითადი ფუნქციები:
ქსელში შემავალი ყველა კაფის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კოორდინაცია.
ფილიალების მენეჯერებისა და პერსონალის ხელმძღვანელობა, მათი შერჩევა, სწავლება და შეფასება.
პროდუქციის ხარისხის, რეცეპტურისა და მომსახურების ერთიანი სტანდარტების დანერგვა და კონტროლი.
სურსათის უვნებლობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა.
მარაგების, შესყიდვებისა და მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა.
ფილიალების ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების კონტროლი და გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი.
გაყიდვების ზრდისა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.
ახალი ფილიალების გახსნის პროცესში მონაწილეობა.
ხელმძღვანელობისთვის რეგულარული ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
კაფეების ან რესტორნების ქსელის მართვის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
თურქული, ინგლისური, ქართული ენების ცოდნა.
საცხობი ან საკონდიტრო პროდუქციის წარმოების და რეალიზაციის სპეციფიკის ცოდნა;
ბიუჯეტირების, ხარჯების კონტროლისა და გაყიდვების ანალიზის უნარი;
სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა;
გუნდის მართვისა და ლიდერობის უნარი;
სასურველია: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან სასტუმრო-სარესტორნო საქმის მიმართულებით.
პროფესია: გაყიდვების ორგანიზაცია და მართვა (გაყიდვების მენეჯმენტი)
სამუშაო ადგილი: აღმაშენებლის გამზირი 95
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: 2000 ₾ / თვე
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: 5 წელი
ენები: ქართული (კარგად), ინგლისური (კარგად), თურქული (კარგად)
უნარები: კომუნიკაცია, ანალიზი, სტრატეგ. და კონცეფც. ფორმულირება, დაგეგმვა/ორგანიზება, გაძღოლა და ხელმძღვანელობა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
