კადრების მენეჯერი
გამოქვეყნდა 5 ნოებოლო ვადა: 5 დეკ
- ანაზღაურება
- 1 350 ₾
- ქალაქი
- ბორჯომი
სრული აღწერა
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" აცხადებს ვაკანსიას კადრების მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1350 ლარი
ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება - სრული;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება/იურიდიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
ფუნქცია-მოვალეობები:
- ახორციელებს მოქმედი თანამშრომლების მიმდინარე საკადრო საქმიანობის ადმინისტრირებას;
- ახორციელებს კონსულტაციას თანამშრომლებისათვის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- ახორციელებს შრომითი ხელშეკრულებების და საკადრო ბრძანებების მომზადებას;
- ახორციელებს ყოველი თვის ბოლოს სახელფასო უწყისების მომზადებას;
- ახორციელებს თანამშრომლების სამსახურში გამოცხადების ყოველდღიურ მონიტორინგს და სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმების წარმოებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად და ა.შ.
პიროვნული უნარ ჩვევები:
- პუნქტუალობა
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- გუნდურობა და ენერგიულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დამატებითი სარგებელი:
- კონკურენტული ანაზღაურება;
- ტრანსპორტირება ღამის საათებში;
- დაზღვევა;
- კვება;
- სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: koba.abuladze@yahoo.com.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
