ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსი
- ანაზღაურება
- 4 960 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 3 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსი
კონკურსის ტიპი:
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
კატეგორია:
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა:
06.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4960 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
ა) პასუხისმგებელია ცენტრზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) წარმართავს და ხელმძღვანელობს ცენტრის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
გ) ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას მათ საქმიანობაზე და დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;
დ) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტ(ებ)ს;
ე) უფლებამოსილია, ცენტრში დასაქმებული თანამშრომლების მიმართ დააყენოს შუამდგომლობა წახალისებისა და დისციპლინური სასჯელის ზომების გამოყენების შესახებ სააგენტოს დირექტორთან;
ვ) უფლებამოსილია, ცენტრში დასაქმებულ პირებზე გასცეს მინდობილობები სასამართლოში, ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში თუ დაწესებულებაში წარმომადგენლობის გასაწევად;
ზ) პასუხისმგებელია ცენტრისათვის გამოყოფილი სახსრებისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვასა და გამოყენებაზე;
თ) მატერიალურად პასუხისმგებელი პირია და პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით;
ი) ხელმოწერით ადასტურებს ან ვიზას ადებს ცენტრში მომზადებულ დოკუმენტებს;
კ) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით, იღებს გადაწყვეტილებებს. მათ შორის:
კ.ა) შვილად აყვანის მსურველ პირთა აღრიცხვაზე აყვანის/აღრიცხვიდან მოხსნის, ასევე არასრულწლოვანთათვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭების/მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებ(ებ)ას;
კ.ბ) პირის მინდობით აღმზრდელად რეგისტრაციის და რეგისტრაციის შეწყვეტის, მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული ბავშვის და მინდობით აღსაზრდელთა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას;
კ.გ)მოქმედი კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი პირებისათვის მეურვეობის ან მზრუნველობის დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას;
კ.დ) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში, რეინტეგრაციას ან/და მინდობით აღზრდას დაქვემდებარებულ ბავშვთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, რეინტეგრაციის შემწეობის და მინდობით აღზრდის ანაზღაურების დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებებს, აგრეთვე, წყვეტს ამ ანაზღაურების გაცემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. ასევე, წყვეტს სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის, აგრეთვე მათ გაცემასთან დაკავშირებული სხვა საკითხებს;
კ.ე) ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების უზრუნველსაყოფად:
კ.ე.ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფისა და ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის ღონისძიებების/კომპონენტების, ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის, დღის ცენტრის (გარდა მიუსაფარი, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისა), განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის უზრუნველყოფის ქვეპროგრამის თაობაზე იღებს შესაბამის გადაწყევტილებას (ჩართვა/მოთავსება/შეწყვეტა/საქმის დახურვა/გაუქმება);
კ.ე.ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამაში კონკრეტული პირის ჩართვის, რეგისტრაციაზე უარის თქმისა და საქმის დახურვის თაობაზე იღებს გადაწყვეტილებას;
კ.ე.გ) 18 წელს ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახური მზრუნველობის კომპონენტის შემთხევაში მინდობით აღზრდის ქვეპროგრამით მოსარგებლე 18 წელს მიღწეული შშმ პირების (რომლებიც მინიმუმ ორი წელია იმყოფებიან მინდობით აღზრდაში, ვერ ბრუნდებიან ბიოლოგიურ ოჯახში და საჭიროებენ სახელმწიფო ზრუნვას) შესახებ მინდობით აღზრდის ანაზღაურების დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
კ.ე.დ) სახელმწიფო ზრუნვიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში კონკრეტული ახალგაზრდის ჩართვის ან ჩართვაზე უარის თქმისა და საქმის დახურვის თაობაზე იღებს გადაწყვეტილებას.
ლ) ცენტრის თანამშრომლებს აცნობს (გადასცემს) სააგენტოს დირექტორის ბრძანებებს, მითითებებს, რეკომენდაციებს და სხვა საჭირო მასალებსა თუ დოკუმენტებს;
მ) შუამდგომლობს იმ სახსრების და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ცენტრის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ნ) უზრურნველყოფს ცენტრში არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მოვლა-პატრონობას და პასუხისმგებელია მათ მდგომარეობაზე;
ო) საჭიროების შემთხვევაში პერიოდულად წარადგენს სააგენტოს ცენტრალურ აპარატში ცენტრისა მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშებს;
პ) მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის ერთიანი ელექტრონული ბაზის მეშვეობით, ზედამხედველობს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის საქმიანობაზე მონიტორინგის პროცესს;
ჟ) საჭიროების შემთხვევაში, ერთვება გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელების პროცესში (ძალადობის, საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის, ბავშვის გამოყვანის/განცალკევების/შესაბამის მომსახურებაში განთავსების შემთხვევები);
რ) ცენტრში მუშაობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ჩართულია ლოჯისტიკური საკითხების მოწესრიგებაში;
ს) გეგმავს მინდობით აღზრდის პოპულარიზაციისათვის საჭირო აქტივობებს.
ტ) ცენტრის საქმიანობის ანალიზის შედეგად, წინადადებებს წარადგენს სააგენტოს ცენტრალურ აპარატში;
უ) უზრუნველყოფს ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;
ფ) მონაწილეობს დაინტერესებულ პირთა მიმართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვაში;
ქ) სამოქმედო არეალში წარმოადგენს ცენტრს დაინტერესებულ პირებთან ან ანიჭებს ცენტრის თანამშრომელს ცენტრის სახელით წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;
ღ) ასრულებს ცენტრის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სხვა დავალებებს.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
3 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ბავშვის უფლებათა კონვენცია“;
ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის" წიგნი V (საოჯახო სამართალი);
გ) ბავშვის უფლებათა კოდექსი;
დ) საქართველოს კანონი ”შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“
ე) საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ";
ვ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილება „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ;
თ) ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №01-16/ნ ბრძანება;
ი) შვილად აყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-73/ნ ბრძანება;
კ) ,,მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანება;
ლ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
მ)საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულება".
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, მიხეილ ასათიანის 9
საკონტაქტო ტელეფონები:
+995 (32) 2 192232
დამატებითი მოთხოვნები:
- არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება. მათ შორის ადამიანის უფლებების ან/და სოციალურ საკითხებში და საჯარო დაწესებულებაში მენეჯერული მიმართულებით
- მენეჯერული უნარები;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის დაგეგმვის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები;
- ადამიანური რესურსების მართვის უნარი;
- პრობლემების ანალიზის უნარი;
- კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ოპერატიულობა;
-კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ცოდნა
- კომპიუტერის – საოფისე პროგრამების ცოდნა;
დამატებითი ინფორმაცია:
- კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- კანდიდატმა სამუშაო გამოცდილების ველში უნდა ატვირთოს არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება. მათ შორის ადამიანის უფლებების ან/და სოციალურ საკითხებში და საჯარო დაწესებულებაში მენეჯერული მიმართულებით
- კანდიდატმა დამატებითი დოკუმენტაციის ველში უნდა ატვირთოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ფუნქცია-მოვალეობების მითითებით იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება არ დასტურდება სტრუქტურული ერთეულის დასახელებით და დაკავებული პოზიციით;
- კანდიდატი ვერ გადავა მეორე ეტაპზე თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული;
- დოკუმენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება კანდიდატებს ეცნობებათ განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილებას მიიღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
