ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო/სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკი
- ანაზღაურება
- 2 560 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო/სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
კატეგორია:
სოციალური სამსახური
განცხადების ბოლო ვადა:
04.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2560 ლარი
ადგილების რაოდენობა:
4
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
სოციალური მუშაკის სამუშაო აღწერილობა:
ა) ოჯახური დავების მიზეზების შესწავლა, ანალიზი, მის დაძლევაში მხარდაჭერა;
ბ) არასრულწლოვანი პირის ჭეშმარიტი/ძირითადი ინტერესების გამოკვეთა და შეფასება;
გ) არასრულწლოვანი პირის ოჯახის წევრების (ცალ-ცალკე) შეფასება;
დ) მიმღები მშობლების მოძიება, შეფასება და დარეგისტრირება;
ე) ბენეფიციარის შეფასება და მისი საუკეთესო/ჭეშმარიტი ინტერესების დადგენა;
ვ) ბენეფიციარის შეფასება და თანადგომის ქსელის მოძება, მისი უფლებების დაცვა და ადვოკატობა;
ზ) ოჯახებთან და თემთან მუშაობა საჭიროების შემთხვევაში.
თ) სრულწლოვანი პირის ინტერესების ჩამოყალიბებაში დახმარება და მისი სოციალური გარემოს შეფასება;
ი) მზრუნველი პირის და მისი ოჯახის შეფასება;
კ) მხარეთა კონსულტირება;
ლ) მხარდასაჭერი პირის დახმარება ინტერესების ჩამოყალიბებაში და მხარდამჭერი პირის შერჩევის პროცესში, მისი სოციალური გარემოს, ოჯახის შეფასება და კონსულტირება;
მ) მხარდაჭერის და ზრუნველობის საქმეებზე ზედამხედველობა;
ნ) მხარდაჭერის საჭიროების მქონე შშმ პირის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდაში ხელშწყობა და გადაწყვეტილების მიღების უფლების გამოყენებაში დახმარება.
ო) მონაწილეობა შიდაუწყებრივ და უწყებათაშორის საქმიანობაში: მონაწილეობა ინდივიდუალურ და ჯგუფურ პროფესიულ ზედამხედველობის პროცესში უფროს სოციალურ მუშაკთან/უფროსთან; საპატრულო სამსახურსა და პოლიციის/შსს განყოფილებებთან, სასამართლოსა და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობა, ჩართულობა არასრულწლოვანთა საქმეების წარმოების დროს;
პ) ელექტრონულ სისტემაში მიღებული შესასრულებელი კორესპონდენციების გაცნობა/გაანალიზება/ თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა, მოცემული ინფორმაციის ანალიზი/რეაგირების დაგეგმვა;
ჟ) მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონულ საბჭოსთვის მასალების მომზადება, შემთხვევების წარდგენა და განხილვაში მონაწილეობა;
რ) საქალაქო ცენტრის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სხვა დავალებების შესრულება.
საკონკურსო თემატიკა:
ა) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ბავშვის უფლებათა კონვენცია“;
ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის" წიგნი V (საოჯახო სამართალი);
გ) ბავშვის უფლებათა კოდექსი;
დ) საქართველოს კანონი ”შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“
ე) საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ";
ვ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილება „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ;
თ) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ზრუნვისა და
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი მიხეილ ასათიანის 9
საკონტაქტო ტელეფონები:
+995 (32) 2 192232
დამატებითი მოთხოვნები:
განათლება
ა) სოციალურ მუშაობაში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი; ან
ბ) აქტიური სტუდენტის მქონე სტატუსი სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამის არანაკლებ 180 კრედიტით ან სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტით; ან
გ) არანაკლებ 45 კრედიტისგან შემდგარი დასრულებული სოციალური მუშაობის დამატებითი პროგრამა და ამასთან, არანაკლებ ბაკალავრის ან ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი სამართლის, საჯარო მმართველობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების სფეროში ან იმავე სფეროში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
დამატებითი ინფორმაცია:
- სოციალური მუშაობაში, აქტიური სტუდენტის მქონე სტატუსის შემთხვევაში აუცილებელია აიტვირთოს საბაკალავრო პროგრამის არანაკლებ 180 კრედიტით ან სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტით დამადასტურებელი ცნობა/დოკუმენტი;
- სოციალური მუშაკის ვაკანსიაზე შერჩეულმა სტუდენტმა 1 წლის ვადაში უნდა წარადგინოს შესაბამისი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი გათავისუფლდება სოციალური მუშაკის თანამდებობიდან/მას შეუწყდება შრომითი ხელშეკრულება.
- განათლება/კვალიფიკაციის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა შესაბამისი კრედიტების მითითებით;
- არსებობის შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტაციის ველში კანდიდატმა უნდა ატვირთოს სოციალური მუშაკის სერტიფიკატი;
- კანდიდატი ვერ გადავა მეორე ეტაპზე (ზეპირი დავალება/გასაუბრება) თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული;
- დოკუმენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება კანდიდატებს ეცნობებათ განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება კანდიდატებს ეცნობებათ განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
