ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის რაიონის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 080 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- მთავარი მოთხოვნა
- ერთი უცხო ენის ცოდნა მაინც ვერბალური (დონე A1), წერითი (დონე A1)
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის რაიონის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
განათლება/მეცნიერება/კულტურა
განცხადების ბოლო ვადა:
03.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2080 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- კულტურის და განათლების მიმართულებით პროექტებისა და სერვისების განვითარება;
- ხარისხიანი პროექტების შედგენა და მართვა;
- კორესპოდენციების გარჩევა და რეაგირების გზების მოფიქრება;
- მიმდინარე რეჟიმში შემოტანილ განცხადებებსა და გამოვლენილ პრობლემებზე დაყრდნობით კულტურის და განათლების მიმართულებით პროექტების განხორციელების ინიციატივების შემუშავება;
- პროექტების მართვა, გეგმების, ვადებისა და შესაბამისი პროექტებისათვის გამოყოფილი თანხების კონტროლი;
- პროექტების განხორციელებისათვის საჭირო შესყიდვების მოთხოვნის დადგენისა და შეფასების პროცესში მონაწილეობა;
- კულტურის, განათლების მიმართულებით პროექტებში ჩართული პროვაიდერებტან ურთიერთობის განვითარება დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების მუდმივი ანალიზი, გაუმჯობესების შესაძლებლობების აღმოჩენა;
- წარმატებული პროექტების გამოვლენა, შესწავლა, მათი სერვისების ფორმირება და დამკვიდრება; მიღწევის რისკების დროულად
აღმოჩენა, მიზეზების მოკვლევა და საკითხის გატანა პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციისა და მართვის საბჭოზე;
- მიმდინარე დასრულებულ პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელთან;
- ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
საკონკურსო თემატიკა:
· საქართველოს კონსტიტუცია;
· ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
· საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
· საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
· საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი დ.გურამიშვილის გამზ. N25/რ
საკონტაქტო ტელეფონები:
595-097887
საკონტაქტო პირი:
ვერა ბანძელაძე
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა ერთი უცხო ენის ცოდნა მაინც ვერბალური (დონე A1), წერითი (დონე A1);
კომპეტენციები და უნარები:
- გუნდური მუშაობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- კომუნიკაცია მოქალაქეებთან;
- ინფორმაციის შეგროვების და ანალიზის უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვა.
დამატებითი ინფორმაცია:
- სავალდებულოა კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა აპლიკანტმა ატვირთოს სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე;
გ) სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად უნდა იყოს განხილული კონკრეტულ თანამდებობაზე დასაქმების მოტივაცია.
დ) დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
სასურველია:
ა) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს, ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
