ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 240 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- მოქალაქეებთან კომუნიკაციის ან კონტრაქტორ ფირმებთან ურთიერთობის ან საინჟინრო-სამშენებლო საქმის ან ინფრასტრუქტურული პროექტების ან
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
ინფრასტრუქტურა/კეთილმოწყობა
განცხადების ბოლო ვადა:
10.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2240 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- პროექტებისა და პროგრამების წლიური გეგმის მიხედვით ცალკეული პროექტების დეტალური დაგეგმვა;
- დასაპროექტებელ ტერიტორიაზე არსებული კომუნიკაციების მოკვლევა, საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური პირობების აღება და შეთანხმება;
- საპროექტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შეთანხმების აქტების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
- ინფრასტრუქტურული პროექტებისა და პროგრამების წლიური გეგმის შედგენა მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
- მიმდინარე რეჟიმში შემოტანილი განცხადებების, გამოვლენილი პრობლემებისა და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად პროექტების განხორციელების ინიციატივების შემუშავება;
- პროექტებში ჩართულ პროვაიდერებთან ურთიერთობების განვითარება;
- დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების მუდმივი ანალიზი;
- პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემების, ვადების დარღვევის რისკების, არასათანადო ხარისხის მიღწევის რისკების დროულად აღმოჩენა, მიზეზების მოკვლევა;
- მიმდინარე და დასრულებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ ანგარიშების წარდგენა ხელმძღვანელთან;
- ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მიმდინარეობაზე მონიტორინგი და დროული განხორციელების უზრუნველყოფა;
- კორესპონდენციების განხილვა, რეაგირების გზების მოფიქრება და წარდგენა ხელმძღვანელთან;
- ინფრასტრუქტურული პროგრამების მართვა, გეგმების, ვადების კონტროლი;
- ავარაიული საცხოვრებელი სახლების, მწვავედ ავარიული უბნების გამაგრება, სტიქიისა და სიძველისაგან დაზიანებული შენობა-ნაგებობების ტერიტორიის სამშენებლო ნაგვისა და გრუნტის გატანა;
- მთაწმინდის ტურისტული ბილიკის მოვლა-შეკეთების სამუშაოები, გრუნტის დამჭერი რკინაბეტონის კედლების მოწყობა, დაზიანებული მოაიჯირების აღდგენა და ბარიერების ბოძების მოწყობა;
- სპეციფიკური ან/და მასშტაბური პროექტების შემთხვევაში გარე რესურსების დახმარების ინიცირება;
- სპეციფიკური ან/და ფორსმაჟორული მდგომარეობის შეფასება, მოკვლევა და გადაჭრის გზების მოფიქრება;
- ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებები.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.N20
საკონტაქტო ტელეფონები:
2373975
საკონტაქტო პირი:
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელი
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა: მოქალაქეებთან კომუნიკაციის ან კონტრაქტორ ფირმებთან ურთიერთობის ან საინჟინრო-სამშენებლო საქმის ან ინფრასტრუქტურული პროექტების ან
არქიტექტურის მიმართულებით არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
სავალდებულოა: ერთი უცხო ენის ცოდნა მაინც, ცოდნის დონე: ვერბარული - A1, წერითი - A1.
კომპეტენციები და უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობა;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- სავალდებულოა კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
- უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდევულოა აპლიკანტმა ატვირთოს სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე;
- სავალდებულოა კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად უნდა იყოს განხილული კონკრეტულ თანამდებობაზე დასაქმების მოტივაცია;
- კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებილი თარგმანის წარმოდგენა).
- დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს, ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
