ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 080 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- მთავარი მოთხოვნა
- ერთი უცხო ენის ცოდნა მაინც, ცოდნის დონე: ვერბარული - A1, წერითი - A1
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
ინფრასტრუქტურა/კეთილმოწყობა
განცხადების ბოლო ვადა:
10.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2080 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- ხარისხიანი და დეტალური პროგრამის შესახებ წინადადებების შემუშავება და წარდგენა ხელმძღვანელთან;
- საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმება, დაარქივება და დამუშავება;
- განყოფილებაში არსებული ინფორმაციის სტატისტიკის წარმოება და ანალიზი;
- განყოფილებაში სხვადასხვა სამსახურებიდან და ორგანიზაციებიდან, შემოსულ და გადმოგზავნილ განცხადებების გაცნობა და მომზადება;
- კორესპონდენციების განხილვა, რეაგირების გზების მოფიქრება და წარდგენა ხელმძღვანელთან;
- დაქვემდებარებული ტერიტორიის გამწვანება, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენასთან დაკავშირებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების განცხადებაზე (შეტყობინებაზ - რეაგირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
- სპეციფიკური ან/და მასშტაბური პროექტების შემთხვევაში გარე რესურსების დახმარების ინიცირება;
- სპეციფიკური ან/და ფორსმაჟორული მდგომარეობის შეფასება და მოკვლევა;
- ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებები“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.N20
საკონტაქტო ტელეფონები:
2373975
საკონტაქტო პირი:
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელი
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა: ერთი უცხო ენის ცოდნა მაინც, ცოდნის დონე: ვერბარული - A1, წერითი - A1.
კომპეტენციები და უნარები:
- გუნდური მუშაობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- კომუნიკაცია მოქალაქეებთან;
- ინფორმაციის შეგროვების და ანალიზის უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვა.
დამატებითი ინფორმაცია:
- სავალდებულოა კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდევულოა აპლიკანტმა ატვირთოს სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე;
- სავალდებულოა კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად უნდა იყოს განხილული კონკრეტულ თანამდებობაზე დასაქმების მოტივაცია;
- კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებილი თარგმანის წარმოდგენა).
- დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს, ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
