ქ. თბილისი საქალაქო ცენტრის ბავშვზე ზრუნვის და დაცვის განყოფილების სოციალური მუშაკი
- ანაზღაურება
- 2 560 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ქ. თბილისი საქალაქო ცენტრის ბავშვზე ზრუნვის და დაცვის განყოფილების სოციალური მუშაკი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
კატეგორია:
სოციალური სამსახური
განცხადების ბოლო ვადა:
04.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2560 ლარი
ადგილების რაოდენობა:
5
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
ა) ძალადობის მსხვერპლი ან სავარაუდო მსხვერპლი ბავშვის შეფასება, მხარდაჭერა, უფლებების დაცვა, ადვოკატირება;
ბ)ბავშვის უსაფრთხოების რისკების შეფასება;
გ)ძალადობის მსხვერპლი ან სავარაუდო მსხვერპლი ბავშვის სოციალური მომსახურება;
დ) მზრუნველობამოკლებული ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება/გამოკვეთა;
ე)შეფასების პროცესში ბავშვის მონაწილეობის მაქსიმალური უზრუნველყოფა;
ვ)ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან მუშაობა, მისი გაძლიერება, ბავშვის დაბრუნებისთვის ოჯახის მზაობის განსაზღვრა;
ზ)მეურვე/მზრუნველი პირის და მისი ოჯახის/თანადგომის ქსელის შეფასება;
თ)ბენეფიციარის თანადგომის ქსელის გაძლიერება;
ი)მიმღები მშობლებისა და ბავშვის თავსებადობის დადგენა;
კ)მიუსაფარი ბავშვის შეფასების საფუძველზე მისი საუკეთესო/ჭეშმარიტი ინტერესების დადგენა;
ლ)მიუსაფარი ბავშვის თანადგომის ქსელის მოძიება; ოჯახთან მუშაობა;
მ)ბავშვისთვის მის საჭიროებაზე მორგებული მომსახურების შეთავაზება;
ნ)არასრულწლოვანი პირის ინტერესების დაცვა საგამოძიებო მოქმედებებისას/საპროცესო წარმომადგენლობა;
ო)არასრულწლოვანი პირის ინტერესების ადგილზე მხარდაჭერა, საგამოძიებო მოქმედების სპეციფიკის გათვალისწინებით;
პ)კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების მხარდაჭერა, დელიქვენტური ქცევის რისკების იდენტიფიცირება; პრევენციაზე მუშაობა;
ჟ) შიდაუწყებრივ და უწყებათაშორის შეხვედრებში მონაწილეობა;
რ)ელექტრონულ სისტემაში მიღებული შესასრულებელი კორესპონდენციის გაცნობა/გაანალიზება, თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა, რეაგირების დაგეგმვა;
ს)მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოსთვის მასალების მომზადება, შემთხვევების წარდგენა და განხილვაში მონაწილეობა;
ტ) საქალაქო ცენტრის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სხვა დავალებების შესრულება.
საკონკურსო თემატიკა:
ა) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ბავშვის უფლებათა კონვენცია“;
ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის" წიგნი V (საოჯახო სამართალი);
გ) ბავშვის უფლებათა კოდექსი;
დ) საქართველოს კანონი ”შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“
ე) საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ";
ვ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილება „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ;
თ) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულება".
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი მიხეილ ასათიანის 9
საკონტაქტო ტელეფონები:
+995 (32) 2 192232
დამატებითი მოთხოვნები:
ა. განათლება
ა.ა) უმაღლესი განათლება სოციალურ მუშაობაში ან „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი; ან
ა.ბ) აქტიური სტუდენტის მქონე სტატუსი სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამის არანაკლებ 180 კრედიტით ან სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტით; ან
ა.გ) არანაკლებ 45 კრედიტისგან შემდგარი დასრულებული სოციალური მუშაობის დამატებითი პროგრამა და ამასთან, არანაკლებ ბაკალავრის ან ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი სამართლის, საჯარო მმართველობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების სფეროში ან იმავე სფეროში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
დამატებითი უნარები
ა) წერითი, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების ანალიზის უნარი;
ბ) კომუნიკაბელურობა;
გ) ორგანიზებულობა;
დ) გუნდური მუშაობის უნარი;
ე) კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- სოციალური მუშაობაში, აქტიური სტუდენტის მქონე სტატუსის შემთხვევაში აუცილებელია აიტვირთოს საბაკალავრო პროგრამის არანაკლებ 180 კრედიტით ან სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტით დამადასტურებელი ცნობა/დოკუმენტი;
- სოციალური მუშაკის ვაკანსიაზე შერჩეულმა სტუდენტმა 1 წლის ვადაში უნდა წარადგინოს შესაბამისი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი გათავისუფლდება სოციალური მუშაკის თანამდებობიდან/მას შეუწყდება შრომითი ხელშეკრულება.
- განათლება/კვალიფიკაციის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა შესაბამისი კრედიტების მითითებით;
- არსებობის შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტაციის ველში კანდიდატმა უნდა ატვირთოს სოციალური მუშაკის სერტიფიკატი;
- კანდიდატი ვერ გადავა მეორე ეტაპზე (ზეპირი დავალება/გასაუბრება) თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული;
- დოკუმენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება კანდიდატებს ეცნობებათ განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება კანდიდატებს ეცნობებათ განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
