Junior Lawyer
გამოქვეყნდა 16 სექბოლო ვადა: 16 ოქტ
- მისამართი
- თბილისი, ნუცუბიძის 129ა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- სრული, 10:00-19:00
- გამოცდილება
- უმცროსი (junior), საშუალო (middle), 2 წლამდე
- ბენეფიტები
- day off, დაზღვევა, ფიტნეს აბონიმენტი, კორპორატიული ღონისძიებები, სათამაშო სივრცე, ფასდაკლებები
სრული აღწერა
შემოუერთდი TNET-ის ციფრული ეკოსისტემის გუნდს უმცროსი იურისტის პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა
სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-19:00
შენი როლი “თინეთში”:
- TNET-ისა და ჯგუფში შემავალი კომპანიების/პლატფორმების ყოველდღიური იურიდიული მხარდაჭერა;
- სხვადასხვა ტიპის კომერციული ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა და სამართლებრივი ანალიზი;
- ქართულ და საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირებული პროექტების იურიდიული მხარდაჭერა;
- ციფრულ პროდუქტებთან, e-commerce-სა და ტექნოლოგიურ სერვისებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე მუშაობა;
- კორპორატიული დოკუმენტაციის მომზადება, განახლება და მართვა;
- სამართლებრივი რისკების იდენტიფიკაციაში, შეფასებასა და პრევენციაში მონაწილეობა;
- პერსონალური მონაცემების დაცვასა და privacy/data protection საკითხებზე იურიდიული გუნდის მხარდაჭერა;
- კომპანიის შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების სამართლებრივ ნაწილზე მუშაობა;
- სამართლებრივი კვლევის, დასკვნებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
- სხვადასხვა ბიზნეს გუნდთან თანამშრომლობა ახალი პროდუქტებისა და პროექტების დანერგვის პროცესში.
ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ:
- გაქვს უმაღლესი იურიდიული განათლება - ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი;
- გაქვს კორპორატიული/ბიზნეს სამართლის მიმართულებით მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- ფლობ ინგლისურ ენას B2/C1 დონეზე - წერილობით და ზეპირად;
- გაქვს ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებისა და ანალიზის გამოცდილება;
- გაქვს ძლიერი ანალიტიკური და კვლევითი უნარები; რამდენიმე პროექტზე პარალელურად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
კიდევ უფრო საინტერესოა თუ:
- გაქვს ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ან ინტერესი IT/Tech, E-commerce, Data Protection/GDPR, Intellectual Property და Digital Services მიმართულებებისადმი.
"თინეთში" დაგხვდება:
- ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
- ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
- მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
- სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
- ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
- კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე.
კატეგორია: სამართალი / უმცროსი იურისტი
გამოცდილება: უმცროსი (junior), საშუალო (middle), 2 წლამდე
ენები: ქართული (მშობლიური), ინგლისური (თავისუფლად)
განათლება: ბაკალავრი, მაგისტრი
ბენეფიტები: day off, დაზღვევა, ფიტნეს აბონიმენტი, კორპორატიული ღონისძიებები, სათამაშო სივრცე, ფასდაკლებები
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
