ჯგუფის ლიდერი
- ანაზღაურება
- 1 000–1 400 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 6 დღე. 10:00-19:00
სრული აღწერა
საავტომობილო კომპანია ნიუ ავტო მოტორსი აცხადებს ვაკანსიას ჯგუფის ლიდერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა
ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან ჯგუფის ლიდერს, რომელიც უზრუნველყოფს გუნდის ეფექტურ მართვას, ყოველდღიური სამუშაო პროცესების კოორდინაციასა და დასახული მიზნების შესრულებას. პოზიციის მთავარი ფუნქციაა თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგი, სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია, შესრულებული შედეგების ანალიზი, ახალი თანამშრომლების მხარდაჭერა და ხელმძღვანელობასთან აქტიური კომუნიკაცია. ჯგუფის ლიდერი პასუხისმგებელი იქნება გუნდში მაღალი სამუშაო სტანდარტების დანერგვასა და თანამშრომლების მოტივაციის შენარჩუნებაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდის მართვისა და მოტივაციის უნარი;
- ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შედეგზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე. 10:00-19:00
ანაზღურება: 1000-4000 (სრულად ბონუსური)
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე, (პოზიციის დასახელებასთან ერთად)- nnewautomotors@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 22 44 55
577 20 92 92
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1000 - 1400
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
