ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი
- ანაზღაურება
- 3 680 ₾
- ქალაქი
- გარდაბანი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია
ორგანიზაციის შესახებ:
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების ეფექტიანად განხორციელებას, ემსახურება მოსახლეობის ინტერესებს და ორიენტირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ.
კატეგორია:
ჯანდაცვა/სოციალური საკითხები
განცხადების ბოლო ვადა:
31.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3680 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
გარდაბანი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- განყოფილების საქმიანობის წარმართვა და საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის ხელმძღვანელობა;
- დავალებების გადანაწილება განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის, სამუშაო გეგმებითა და სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
- განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება და სამსახურის ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
- თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამების განხორციელება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით შესაბამისი დაწესებულებების მართვის კოორდინაცია;
- განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
მედიცინის ან ჯანდაცვის ან სოციალური მუშაობის მიმართულებით
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი";
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ";
- საქართველოს კანონი "სოციალური მუშაობის შესახებ";
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის დადგენილება №8 „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ";
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 სექტემბრის დადგენილება N17 "გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ".
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №127
საკონტაქტო ტელეფონები:
598852510
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
- ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ან/და სოციალურ საკითხებზე მუშაობის მინიმუმ - 2 წლიანი გამოცდილება.
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობა;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, ღია კონკურსის გამოცხადების დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განცხადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ
ვებგვერდზე: http://www.vacancy.hr.gov.ge.
- „განათლების" ველში კანდიდატმა უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა კანდიდატმა განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე);
- „სამუშაო გამოცდილების" ველში კანდიდატმა დეტალურად უნდა აღწეროს მისი ფუნქციები.
- „რეკომენდატორების" ველში კანდიდატმა უნდა მიუთითოს მინიმუმ ორი რეკომენდატორი და ატვირთოს ხელმოწერით დამოწმებული სარეკომენდაციო წერილები;
- „სამოტივაციო წერილის" ველში კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი, რომელშიც დაასაბუთებს თუ რატომ დაინტერესდა აღნიშნული ვაკანსიით.
- კანდიდატის მიერ რეზიუმეში წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს სრულყოფილი, უტყუარი და შეესაბამებოდეს ვაკანტური თანამდებობისთვის განაცხადში დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
- ზეპირ დავალებასა და გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება, როგორც სამართლებრივ, ასევე პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად;
- კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია.
- კონკურსის ყოველი მომდევნო ეტაპის ჩატარების შესახებ (ზუსტი ადგილი, თარიღი, დრო) კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
- კონკურსის შემდეგ ეტაპზე კონკურსანტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიშვებიან ზეპირ დავალებასა და გასაუბრებაზე.
- განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იგი თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, ამავე კონკურსის ფარგლებში დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
- კონკურსთან დაკავშირებით ინფორმაცია კანდიდატებს, ასევე შეუძლიათ იხილონ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.(www.gardabani.gov.ge).
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით კენჭისყრის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
