ჯანმრთელობის დაზღვევის გუნდის უფროსი
- მისამართი
- თბილისი; მერაბ კოსტავას ქ. #70
სრული აღწერა
სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.
„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.
თუ გინდა, გაიგო მეტი ჩვენს გუნდზე, სამუშაო გარემოსა და იმ ბენეფიტებზე, რომლებსაც თანამშრომლებს ვთავაზობთ, ეწვიე ბმულს: www.tbci.ge — ბმულის გახსნა
სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას ჯანმრთელობის დაზღვევის გუნდის უფროსის პოზიციაზე, მცირე და საშუალო სეგმენტის გაყიდვების განყოფილებაში.
- სამუშაო ადგილი: თბილისი; მერაბ კოსტავას ქ. #70
- განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;
პარასკევი, 10:00-17:00 სთ;
შენი, როგორც ჯანმრთელობის დაზღვევის გუნდის უფროსის მთავარი ფუნქციები იქნება:
- ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულების ბიზნესგეგმისა და ზრდის პრიორიტეტების ჩამოყალიბება და შესრულების უზრუნველყოფა;
- გუნდის მიზნების განსაზღვრა, ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, შედეგების მონიტორინგი და თანამშრომლების განვითარება;
- გაყიდვების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, კლიენტთა პორტფელის განვითარება და არსებული კლიენტების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- კორპორატიულ და მცირე/საშუალო ბიზნეს კლიენტებთან ურთიერთობების განვითარება და გაყიდვების პროცესში გუნდის მხარდაჭერა;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტების, შეთავაზებებისა და გაყიდვების მიდგომების განვითარებაში მონაწილეობა მომხმარებლის საჭიროებებისა და ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით;
- სადაზღვევო პირობების, ფასწარმოქმნის და რისკების შეფასების პროცესში შესაბამის გუნდებთან თანამშრომლობა;
- სამედიცინო პროვაიდერებთან, ანაზღაურების, მომსახურების, საოპერაციო და სხვა გუნდებთან ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
- მომხმარებლის გამოცდილების, მომსახურების ხარისხისა და პრობლემური შემთხვევების მართვის გაუმჯობესება;
- ძირითადი ბიზნესმაჩვენებლების ანალიზი, შედეგების შესახებ ანგარიშგება და გაუმჯობესების ინიციატივების განხორციელება;
- პროცესების გამარტივებისა და ეფექტიანობის ზრდის შესაძლებლობების გამოვლენა და დანერგვა.
გამოგვეხმაურე, თუ:
- გაქვს უმაღლესი განათლება;
- გაქვს მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება დაზღვევის, ჯანდაცვის, ფინასური მომსახურების ან გაყიდვების მიმართულებით;
- გაქვს გუნდის მართვის ან პროექტების/პროცესების კოორდინაციის გამოციდლება;
- იცი საოფისე პროგრამები;
- იცი ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტების, კორპორატიული გაყიდვების ან მომსახურების სპეციფიკა (სასურველია)
ვეძებთ ჩვენიანს:
- პასუხისმგებლიანს;
- დეტალებზე ორიენტირებულს;
- ორგანიზებულს;
- განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
- საქმეზე კონცენტრირებულს;
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:
- საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
- შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
- მაგთის კორპორატიულ პაკეტს;
- პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
დაგახვედრებთ:
- საინტერესო საქმეს;
- მრავალფეროვნებას;
- სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;
სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ჯანმრთელობის დაზღვევის გუნდის უფროსი (მცირე და საშუალო სეგმენტი) ქალაქში - თბილისი.



