ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების განყოფილების მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მიმართულება)
- ანაზღაურება
- 2 080 ₾
- ქალაქი
- ოზურგეთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების განყოფილების მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მიმართულება)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
ჯანდაცვა/სოციალური საკითხები
განცხადების ბოლო ვადა:
12.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2080 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ოზურგეთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- უზრუნველყოფს პროგრამებისა და ღონისძიებების ეფექტიან და სტაბილურ განხორციელებას;
- საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარების მხარდაჭერა, კონსულტაციები და სარგებლის ოპტიმალური გამოყენების უზრუნველყოფა.
- აგროვებს და სისტემატიზებულად აანალიზებს მონაცემებს და ატარებს სოციალური კვლევებს;
- ამუშავებს ანგარიშებს ადმინისტრაციული და სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად;
აკონტროლებს სოციალური მხარდაჭერის პროგრამების შესრულებას;
- უზრუნველყოფს პროგრამების შესაბამისობას მოქმედ უწყებათაშორის დებულებებსა და შიდა რეგულაციებთან;
- განსაზღვრავს საჭირო ზომებს ეფექტურობის გასაზრდელად;
- პროგრამებისა და პროექტების შესრულების ეფექტურობის შეფასება, ხარვეზების იდენტიფიკაცია, საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა და მართვა;
- კვლევების ჩატარება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის გაუმჯობესების მიზნით;
- პროგრამებისა და პროექტების ადმინისტრაციული მხარდაჭერა, მათ შორის საბუთების აღრიცხვა, არქივირება და მართვის პროცედურების მხარდაჭერა;
- მონაცემთა, პროგრამულ სიახლეებსა და სამოქალაქო ინფორმაციის კონტენტის სისტემატიზებული მომზადება და გადაცემა განყოფილების და სამსახურის უფროსთან შეთანხმებით შესაბამისი სამსახურისთვის, რათა უზრუნველყონ საჯარო და ელექტრონულ პლათფორმებში სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად გამოქვეყნება;
- მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა ფარგლებში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის საკითხებზე წინადადებების მომზადება;
- მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულებებისა და შესაბამის სამართლებრივი აქტების ფარგლებში განყოფილების ფუნქციების განხორციელება;
- სამსახურის უფროსის და განყოფილების უფროსის მითითებით სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში, რომლებიც მოითხოვს პროცესების ეფექტიან კოორდინაციას.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
ე) ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’’;
ვ),,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ კანონი;
ზ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება N22
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ოზურგეთი, კოსტავს ქ. N1
საკონტაქტო ტელეფონები:
551 26 26 73; 595 96 96 21
საკონტაქტო პირი:
ხათუნა სურგულაძე; რუსუდან გიორგაძე
დამატებითი მოთხოვნები:
ა) საჯარო სამსახურში სოციალურ საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
ბ) ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
გ) კომპლექსური აზროვნების უნარი;
დ) სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
ე) ცვლილებების ინიციირებისა და მართვის უნარი;
ვ) თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
ზ) მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
თ) პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
ი) გუნდის განვითარების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე (vacancy.hr.gov.ge) - ,,ჩემი რეზიუმეში“- კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
ა)„განათლების“ ბლოკში - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი დასკანერებული;
ბ)„სამოტივაციო წერილის“ ბლოკში - სამოტივაციო წერილი;
გ)„რეკომენდატორების“ ბლოკში - ერთი რეკომენდაცია მაინც სამუშაო ადგილიდან (მიმდინარე ან წინა) რეკომენდატორის მიერ ხელმოწერით დადასტურებული;
დ) "სამუშაო გამოცდილების " ბლოკში სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი შრომის წიგნაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტ(ებ)ი;
- საკონკურსო განაცხადი (შემდეგში კონკურსი) გამოქვეყნდეს ოქმის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით.
- კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატის მიერ განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ელექტრონულად მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით, კონკურსის გამოცხადების დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
- კანდიდატის შეფასება განხორციელდეს შემდეგ ეტაპებად:
ა)განცხადებების გადარჩევა (რომლის მიხედვითაც კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობას გააგრძელებენ და გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც განცხადებ(ებ)ის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს;
ბ)გასაუბრება.
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოსაცხადებელი შიდა და ღია კონკურსის პირველ ეტაპზე წარდგენილი განცხადებების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა უზრუნველყოს ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პირმა, განცხადებების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
- კონკურსის მომდევნო ეტაპამდე 7 კალენდარული დღით ადრე, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა – მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით, კომისია ვალდებულია, ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობოს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ.
- გასაუბრებაზე კანდიდატები კომისიის წევრების მხრიდან ფასდებიან დამოუკიდებლად;
- გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
- კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა – არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წარედგინება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
