I'm Georgiaივრითულენოვანი შემომყვანი ტურიზმის მენეჯერი
გამოქვეყნდა 27 ოქტბოლო ვადა: 25 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- სამუშაო დღეები: კვირა – ხუთშაბათი · 10:00 – 18:00
- ბენეფიტები
- მუშაობას პროფესიონალების მეგობრულ გუნდში · სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას · შესაძლებლობას, შექმნათ მაღალი ხარისხის, უნიკალური ტურისტული პროდუქტები
სრული აღწერა
ტურისტული კომპანია I`m Georgia ეძებს ივრითულენოვან შემომყვან ტურიზმის მენეჯერს.
ვეძებთ პასუხისმგებელ, დეტალებზე ორიენტირებულ და ტურიზმით გატაცებულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება ისრაელიდან სტუმრებისთვის დაუვიწყარი ტურის შექმნაში საქართველოში.
სამუშაო გრაფიკი:
სამუშაო დღეები: კვირა – ხუთშაბათი;
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00;
დასვენების დღეები: პარასკევი და შაბათი.
მოვალეობები:
- ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების დაგეგმვა;
- ივრითულენოვან კლიენტებთან კომუნიკაცია ებრაულ ენაზე - საწყისი ეტაპიდან ტურის დასრულებამდე;
- ლოჯისტიკის, სასტუმროების, ექსკურსიებისა და ტრანსფერების კოორდინაცია;
- ჯავშნების მართვა, ვაუჩერებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
- გიდებთან, პარტნიორებთან და ადგილობრივ მომსახურე სტრუქტურებთან კომუნიკაცია;
- კლიენტების მხარდაჭერა ტურისტული მოგზაურობის განმავლობაში.
მოთხოვნები:
- ებრაული და ქართული ენების თავისუფლად ფლობა;
- ორგანიზებულობა, კლიენტზე ორიენტირებულობა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- ტურიზმის სფეროში გამოცდილება სავალდებულო არ არის, თუმცა გამოცდილების მქონე კანდიდატები იქნებიან პრიორიტეტული.
ჩვენ გთავაზობთ:
- მუშაობას პროფესიონალების მეგობრულ გუნდში;
- სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- შესაძლებლობას, შექმნათ მაღალი ხარისხის, უნიკალური ტურისტული პროდუქტები;
- კონკურენტულ ხელფასსა და ბონუსების სისტემას;
- გრაფიკს, რომელიც ემთხვევა ისრაელის სამუშაო კვირას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: info@iamgeorgia.com.ge
წერილის თემაში მიუთითეთ: „ივრითულენოვანი შემომყვანი ტურიზმის მენეჯერი“.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული,ებრაული
- ენები
- ქართული, ებრაული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
