GAMA FC
იურიდიულიიურისტის თანაშემწე
გამოქვეყნდა 15 ოქტბოლო ვადა: 15 ნოე
სრული აღწერა
GAMA FC — საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი საბრძოლო სპორტის ორგანიზაცია — აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანაშემწის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და მოტივირებულ კანდიდატს, რომელიც დაინტერესებულია სპორტის სფეროში პროფესიული განვითარებით და სურს გახდეს ჩვენი გუნდის წევრი.
ძირითადი მოვალეობები:
- სპორტსმენებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტების მომზადება;
- მოქმედი ხელშეკრულებების მართვა, განახლება და სისტემატიზაცია;
- სპორტსმენებთან კომუნიკაცია საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მისაღებად;
- ორგანიზაციის მიმდინარე იურიდიულ საკითხებში მონაწილეობა;
- იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება და აღრიცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება ან სამართლის ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტი;
- იურიდიული დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების მომზადების საბაზისო ცოდნა;
- გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და დავალებების დროულად შესრულების უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
- იურიდიულ სფეროში სამუშაო გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- სპორტის სფეროსადმი ინტერესი.
სამუშაო პირობები:
- ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი — ოფისში დასწრება სავალდებულოა კვირაში მინიმუმ ორჯერ, წინასწარ შეთანხმებულ შეხვედრებზე. დანარჩენი სამუშაოს შესრულება შესაძლებელია დისტანციურად;
- ერთთვიანი ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა;
- ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, გასაუბრების საფუძველზე;
- პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- დინამიკურ და განვითარებად სპორტულ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოგზავნონ CV შემდეგ ელფოსტაზე: info@gamafc.ge და თემის ველში მიუთითეთ: "იურისტის თანაშემწე".
საკონტაქტო პირი: გიორგი
ტელეფონი: +995 571 08 88 34
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
