იურისტი - Crypto, Fintech
- მთავარი მოთხოვნა
- კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სამართლებრივი რეგულაციების ცოდნა
სრული აღწერა
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია ILARIA ეძებს იურისტს კრიპტო, ფინტექ ან ფინანსურ სექტორში გამოცდილებით
· სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
· სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
· სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
· ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
· ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
პოზიციის მიზანი:
კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უსაფრთხოების, რეგულაციებთან სრული შესაბამისობისა და ბიზნეს პროცესების ეფექტური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით კრიპტო და ფინტექ სექტორის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
სამართლებრივი უზრუნველყოფა და შესაბამისობა:
- კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან (Crypto / FinTech / Payments);
- მარეგულირებელ ორგანოებთან კომუნიკაცია და სამართლებრივი მოთხოვნების ანალიზი;
- AML/CFT, KYC და მონაცემთა დაცვის რეგულაციებთან შესაბამისობის მხარდაჭერა;
- შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება/განახლება.
კონტრაქტების მართვა
- სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულების მომზადება (შრომითი, მომსახურება), ანალიზი და სამართლებრივი რისკების შეფასება (მერჩანტები, პარტნიორები, ტექნოლოგიური პროვაიდერები და სხვ.);
- საერთაშორისო ხელშეკრულებების სამართლებრივი შეფასება;
- NDA, Terms & Conditions, Privacy Policy და სხვა იურიდიული დოკუმენტების მომზადება.
სამართლებრივი რისკების მართვა
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების იდენტიფიკაცია და პრევენცია;
- ახალი პროდუქტების/ფუნქციების სამართლებრივი შეფასება მათი ბაზარზე დანერგვამდე;
- მენეჯმენტისთვის სამართლებრივი დასკვნების და რეკომენდაციების მომზადება.
დავების მართვა და წარმომადგენლობა
- კომპანიის წარმომადგენლობა სახელმწიფო უწყებებსა და მესამე პირებთან ურთიერთობაში;
- პრეტენზიებისა და დავების სამართლებრივი მხარდაჭერა.
შიდა გუნდებთან თანამშრომლობა
- პროდუქტის განვითარების, შესაბამისობის, ფინანსურ და ოპერაციულ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
- სამართლებრივი საკითხების დროული იდენტიფიკაცია ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვისას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, აუცილებელია Gaming / FinTech / Crypto / Payments სექტორში;
- აუცილებელია კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სამართლებრივი რეგულაციების ცოდნა;
- საბანკო და საგადახდო სისტემების მარეგულირებელი ჩარჩოს ცოდნა;
- ხელშეკრულებების სამართალში პრაქტიკული გამოცდილება;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა (წერითი და ზეპირი), რუსული ჩაითვლება უპირატესობად;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და რისკების შეფასების უნარი;
- ინიციატიურობა დავით სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ილარია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - იურისტი (Crypto, Fintech).
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

