თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლაიურისტი
- მისამართი
- თბილისი, ლეო კვაჭაძის 17 (ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია)
სრული აღწერა
ორგანიზაცია: შპს „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა“
პოზიცია: იურისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლეო კვაჭაძის 17 (ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია)
სამუშაო განაკვეთი: სრული
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა ეძებს გუნდის ახალ წევრს იურისტის პოზიციაზე. ბრიტანული საერთაშორისო სკოლა თბილისში (BIST) მეტია, ვიდრე უბრალოდ სასწავლო სივრცე. ჩვენთან ინოვაციური, საერთაშორისო გარემოა, რომელიც ბრიტანული განათლების მაღალ სტანდარტებსა და თანამედროვე ღირებულებებზე დგას. ნდობა, მუდმივი განვითარება და თანაბარი შესაძლებლობები - ჩვენი სამუშაო გარემოს ნაწილი, ხოლო თანამშრომელი კი ჩვენი წარმატების მთავარი ქვაკუთხედია. BIST-ში მუშაობა მუდმივ განვითარებას, საინტერესო თავგადასავალსა და მრავალფეროვან გამოცდილებას ნიშნავს.
ძირითადი მოვალეობები
- სკოლის ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში წარმოშობილი სამართლებრივი საკითხების იდენტიფიცირება და შეფასება და პრაქტიკული, დროული სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
- სამართლებრივი კვლევების ჩატარება და სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და მარეგულირებელი მოთხოვნების ცვლილებების მონიტორინგი;
- ხელშეკრულებების, შეთანხმებების, პოლიტიკების, პროცედურებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, განხილვა და მოლაპარაკებების პროცესში მხარდაჭერა;
- სკოლის მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო, შრომითი, კომერციული, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სხვა მოქმედი კანონებისა და რეგულაციების მოთხოვნების შესრულების მხარდაჭერა;
- სახელმწიფო ორგანოებთან, გარე იურიდიულ კომპანიებთან/ადვოკატებთან, კონსულტანტებთან და სხვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან სამართლებრივ და მარეგულირებელ საკითხებზე კომუნიკაცია;
- გენერალური იურისტის მიერ დაკისრებული, პოზიციასთან შესაბამისი სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით;
- საქართველოში ადვოკატად/იურისტად პრაქტიკის განხორციელების უფლება სასურველია;
- 1–3 წლიანი იურიდიული გამოცდილება;
- საქართველოს საიმიგრაციო, შრომითი და ადმინისტრაციული კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
- სამუშაო ნებართვების, ბინადრობის ნებართვებისა და ვიზების განაცხადების პროცესების მართვის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- ძლიერი სამართლებრივი წერის, ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები;
- მრავალი პრიორიტეტის ერთდროულად მართვის უნარი დეტალებისადმი მაღალი ყურადღების შენარჩუნებით;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეების, საერთაშორისო კომპანიების ან უცხოელი თანამშრომლების/ექსპატრიატების მხარდაჭერის გამოცდილება სასურველია;
- ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა აუცილებელია.
რას გთავაზობთ
- შესაძლებლობას, იმუშაოთ წამყვან საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემოში;
- საერთაშორისო შრომით და საიმიგრაციო საკითხებზე მუშაობის გამოცდილების მიღებას;
- გამოცდილ იურიდიულ, HR და მენეჯმენტის გუნდებთან თანამშრომლობას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
- კონკურენტულ ანაზღაურების პაკეტს;
- სკოლაში ყოველდღიურ უფასო კვებას;
- სკოლამდე და სკოლიდან უფასო ტრანსპორტირებას.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - იურისტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
