იურისტი
- მისამართი
- თბილისი, სათაო ოფისი
სრული აღწერა
სს "ელიტ ელექტრონიქსი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება
ძირითადი მოვალეობები:
· კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაციის, მათ შორის ხელშეკრულებების, შეთანხმებების, წერილებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, განხილვა, რედაქტირება და ხელმოწერის უზრუნველყოფა;
· კომპანიის დოკუმენტბრუნვის პროცესის სამართლებრივი მიმართულებით მოწესრიგება და შესაბამისი დოკუმენტაციის სისტემატიზაცია;
· კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლებისთვის საქმიანობასთან დაკავშირებული დროული სამართლებრივი კონსულტაციისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
· შვილობილი კომპანიების სამართლებრივი მხარდაჭერა და მათი საქმიანობის ფარგლებში წარმოშობილი სამართლებრივი საკითხების მართვა;
· კომპანიის ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ასევე სახელმწიფო და სხვა საჯარო დაწესებულებებთან ურთიერთობისას;
· კომპანიის წარმომადგენლობა სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
· კომპანიის სახელით მესამე პირებთან სამართლებრივ საკითხებზე მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
· კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადებების, საჩივრების, მოთხოვნებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;
· საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის ინტერესების დაცვა სასამართლო და სხვა შესაბამის ორგანოებში, მათ შორის სასამართლო დავების მართვის პროცესში მონაწილეობა;
· კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და მათი შესაძლო გავლენის შეფასება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი იურიდიული განათლება;
· იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
· ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
· საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, MS PowerPoint) ცოდნა;
· საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა და სამართლებრივი ნორმების პრაქტიკაში გამოყენების უნარი.
უნარები და კომპეტენციები
· ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
· მოლაპარაკებების წარმოებისა და არგუმენტირებული პოზიციის ჩამოყალიბების უნარი;
· ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
· დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაო პროცესების დაგეგმვის უნარი;
· ორგანიზებულობა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
· დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური თანამშრომლობის უნარი;
სს "ელიტ ელექტრონიქსი" საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელია საქართველოში, რომელიც 1996 წლიდან საქმიანობს და აერთიანებს 18-ზე მეტ მაღაზიას მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მომხმარებელს მომსახურების უნიკალურ სერვისს სთავაზობს. ავეჯისა და ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებსა და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს ექსკლუზიურ და პარტნიორ 200-მდე საერთაშორისო ბრენდთან ერთად: Bosch, Gorenje, Apple, Samsung და სხვა.
სს "ელიტ ელექტრონიქსისთვის" ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ასევე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა წარმოადგეს, რომელიც პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევასთან ერთად შემდგომში მათკარიერულ ზრდას და განვითარებას გულისხმობს.
სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ელიტი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: იურისტი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება



