იურისტი
- მისამართი
- ქ. თბილისი, ბამბის რიგი N7
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა
სრული აღწერა
"HSE Group" არის შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. HSE Group თანამშრომლობს წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან.
ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე და ვთავაზობთ მათ მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: http://hsegroup.ge/
კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბამბის რიგი N7
სრული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა
შესასრულებელი სამუშაოს მოკლე აღწერა:
- კომპანიისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
- პარტნიორ კომპანიებთან მოლაპარაკებების პროცესში სამართლებრივი მხარდაჭერა;
- კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების მომზადება/სამართლებრივი ანალიზი;
- უმცროსი იურისტის საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი
- შრომითი ხელშეკრულებებისა და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება, სამართლებრივი ანალიზი და განახლება; ასევე კორპორაციული დოკუმენტაციის სამართლებრივი შემოწმება;
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეების მოძიება, მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოს ყველა ინსტანციაში; საჭირო იურიდიული დოკუმენტაციის წარმოება და სასამართლო პროცედურებში ჩართულობა;
- კომპანიის სახელით კორესპონდენციების შედგენა/გაგზავნა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
- შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ცოდნა;
- სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
სამუშაოს ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@hsegroup.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "იურისტი".
გაცნობებთ, რომ შპს "ეიჩესი ჯგუფი" ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 1 წლის განმავლობაში. რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
