იურისტი
გამოქვეყნდა 16 სექბოლო ვადა: 16 ოქტ
- ანაზღაურება
- 4 000 ₾
- მისამართი
- თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 86
- მთავარი მოთხოვნა
- რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად; "subject"-ში მიუთითეთ "იურისტის" პოზიცია
სრული აღწერა
მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონ"-ი (http://bellemaison.ge/) აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
- წარმომადგენლობა სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებსა და სასამართლოში;
- კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (მათ შორის ხელშეკრულებების, აქტების, დასკვნების, განცხადებების და სხვა) შედგენა, შესწორება, კორექტირება, პრეზენტაცია, განხილვა;
- საჭიროებისამებრ, სასამართლო/სააღსრულებო პროცესთან დაკავშირებული საქმის მასალების მომზადება;
- კომპანიის თანამშრომლებისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა, მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
- საკანონმდებლო ბაზის ცვლილებების გაცნობა და რეაგირება;
- მიღებული დავალებების/დაკვეთების დროული შესრულება;
- შეხვედრებში, თათბირებში, პრეზენტაციებში მონაწილეობა ან/და ჩატარება, ხელმძღვანელის მიერ მითითების შემთხვევაში;
- კომპანიის სამართლებრივი უზრუნველყოფისთვის საჭირო სხვა სამუშაოების შესრულება.
- დოკუმენტაციის აღრიცხვა და დაარქივება.
- თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება;
- HR ადმინისტრაციული ამოცანების შესრულება
- HR პოლიტიკის და პროცედურების წარმოება ადგილობრივი შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა: (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, მეწარმეთა შესახებ კანონის და სხვა აქტების ცოდნა);
- იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულებით);
- სახელმწიფო სერვისების პროგრამების ცოდნა - სამომხმარებლო დონეზე;
- გამართული წერითი (სამართლებრივი წერა) და ვერბალური კომუნიკაცია;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სრული სამუშაო განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00)
ანაზღაურება: 4000 ლარი
დამატებითი ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 86
ვებ-გვერდი: დამსაქმებლის გვერდის ნახვა | დამსაქმებლის გვერდის ნახვა
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@bellemaison.ge
სავალდებულოა: რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად; "subject"-ში მიუთითეთ "იურისტის" პოზიცია.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
