იურისტი
გამოქვეყნდა 26 ოქტბოლო ვადა: 24 ნოე
- ქალაქი
- ბათუმი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
LTD HORIZOORIZONS GROUP აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე
მუდმივი სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაოს გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
მოვალეობები:
- კომპანიის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში,
- სამართალდამცავ და ადმინისტრაციულ ორგანოებში, აგრეთვე, სხვა მესამე პირებთან ურთიერთობის დროს;
- კომპანიისა და მისი პარტნიორების სამართლებრივი მხარდაჭერა , სამართლებრივი შეფასების, ანალიზისა და დასკვნის წარდგენა (მათ შორის დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის მიზანშეწონილობის თაობაზე და სხვა), მხარეებთან მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა;
- წარმოშობილ დავებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და მათი უფლებამოსილი ორგანოსათვის/პირისათვის (ადმინისტრაციული/სასამართლო ორგანოებისათვის და მხარისთვის) წარდგენა;
- კომპანიის შიდასამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების (შეთანხმებების) პროექტების მომზადება და მათი კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებთან და კომპანიის სხვა შიდა მმართველობით/განკარგულებით დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანა;
- კომპანიის სტუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირების მიერ მომაზადებული კორესპონდენციის სამართლებრივი ექსპერტიზა, საჭიროების შემთხვევაში სათანადო შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაცემა;
- შემოსული კორესპოდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება, საჭიროების შესაბამისად დასაბუთებული წერილების მომზადება;
- მოთხოვნის შემთხვევში პარტნიორთა კრებაზე დასწრება და განსახილველ საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
- კომპანიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების/შეთანხმებების/მემორანდუმების, სასამართლო საქმის მასალების რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრების წარმოება;
- მარეგისტრირებელ ორგანოში კომპანიის მფლობელობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეების და ცვლილების მუდმივი მონიტორინგი, მათი ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის ხელმძღვანელი პირებისათვის და სტრუქტურული ერთეულებისათვის;
- შესრულება ყველა სხვა პროფესიული დავალებისა, რომლებიც აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად განსახორციელებლად;
პროფესიული მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება;
- საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა.
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული
- პუნქტუალურობა;
თუ თქვენი ცოდნა და შესაძლებლობები ემთხვევა ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)
ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@horizonsbatumi.com
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- უფროსი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი
- ენები
- რუსული,ინგლისური
- ენები
- რუსული, ინგლისური
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

