იურისტი
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევას · ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე · გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
სრული აღწერა
"ტერაბანკში" სამართალწარმოების ჯგუფში იურისტს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა. თუ გაქვს:
- უმაღლესი იურიდიული განათლება
- სასამართლო დავების მიმართულებით იურისტად მუშაობის გამოცდილება
შენი მოვალეობა იქნება:
- პრობლემური სესხების ფაილინგის შესწავლა
- საქმის მომზადება სამართალწარმოების დასაწყებად
- კერძო სპეციალისტისთვის სააუქციონო განაცხადების გადაგზავნა და პროცესის მართვა
- კერძო არბიტრაჟში საარბიტრაჟო პრეტენზიის წარდგენა და შესაბამისი პროცესის მართვა
- სასამართლოში სარჩელის წარდგენა და სასამართლო პროცესის მართვა
- სააღსრულებო ფურცლის აღმასრულებლისთვის გადაგზავნა და აღსრულების პროცესის კონტროლი
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად)
- ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
- გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება "იურისტი".
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.
ტერაბანკმა მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშაოს სხვა ვაკანტური პოზიციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
