იურისტი
- ქალაქი
- Remote
სრული აღწერა
About Us
"Talkpal" არის EdTech სტარტაპი, 10 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით როგორც B2C, ასევე B2B მიმართულებით.
Job Description
ვეძებთ იურისტს, რომელიც დისტანციურად უზრუნველყოფს კომპანიის სამართლებრივ მხარდაჭერას - ხელშეკრულებების, რეგულაციებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით.
შენი ძირითადი სამუშაო:
- ხელშეკრულებების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა (რევიზია) და საჭიროებისამებრ ცვლილებების შეტანა;
- იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება, განახლება და სისტემატიზაცია;
- კომპანიის წესებისა და პირობების (Terms & Conditions), კონფიდენციალურობის პოლიტიკისა (Privacy Policy) და სხვა საჯარო იურიდიული დოკუმენტების გადახედვა და გაუმჯობესება;
- ციფრულ სერვისებთან დაკავშირებული რეგულაციების მოძიება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის მოთხოვნებთან შესაბამისობის (Compliance) შეფასება და რეკომენდაციების მომზადება;
- საერთაშორისო კანონმდებლობის (განსაკუთრებით ევროკავშირისა და აშშ-ის სამართლებრივი რეგულაციების) კვლევა და ანალიზი;
- კომპანიის სხვადასხვა მიმართულების (მარკეტინგი, ფინანსები, პარტნიორობები, მომხმარებელთა მხარდაჭერა) მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი კონსულტირება.
შენ მოგაქვს:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- საერთაშორისო კომპანიასთან ან საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ციფრული პროდუქტებისა და სერვისების, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის რეგულაციების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა C1/C2 დონეზე;
- AI ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება და მათი გამოყენების უნარი სამართლებრივი კვლევისა და ყოველდღიური სამუშაო პროცესების გასაუმჯობესებლად.
რატომ უნდა შემოგვიერთდე:
- გახდები ნაწილი სწრაფად მზარდი, გლობალური მასშტაბის მქონე სტარტაპის;
- გექნება შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება;
- მხიარული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ადგილმდებარეობა: Remote;
- დასაქმების ტიპი: კონტრაქტორი (B2B / მომსახურების ხელშეკრულება).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.
თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს "Talkpal, Inc." ის თქვენთან შესაძლო სამომავლო ურთიერთობის მიზნით.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
