იურისტი
გამოქვეყნდა 17 სექბოლო ვადა: 17 ოქტ
- მისამართი
- ქ.თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ #10
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი/პარასკევი - 09:00/18:00
- გამოცდილება
- საშუალო (middle), 2–5 წელი
სრული აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 19 ქვეყანაში ოპერირებს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს იურიდიულ დეპარტამენტში - იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ #10
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი/პარასკევი - 09:00/18:00
ძირითადი მოვალეობები:
- „კომპანიის“ მიერ დასადები გარიგებების მომზადება, შესწავლა და სამართლებრივი რისკების შეფასება;
- ადმინისტრაციულ ორგანოებთან და კერძო სამართლის ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან სამართლებრივი ურთიერთობების დამყარება;
- „კომპანიის“ სტრუქტურული ქვედანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა;გარიგებების პროექტების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში მოლაპარაკების პროცესში ჩართვა;
- გარიგებების პროექტების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში მოლაპარაკების პროცესში ჩართვა;
- კომპანიის საქმიანობაში წამოჭრილ პრობლემურ სამართლებრივ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების, რეკომენდაციების მომზადება;
- საჭიროების შემთხვევაში „კომპანიის“ შიდა აქტების პროექტების მომზადება და უკვე მომზადებული პროექტების სამართლებრივი კუთხით შემოწმება;
- „კომპანიის“ წარმომადგენლობა მესამე პირებთან და სახელმწიფო სტრუქტურებში, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
- „კომპანიის“ ინტერესების მაღალკვალიფიციურად და კეთილსინდისიერად დაცვა;
- „კომპანიაში“ შემოსული დელიქტური ვალდებულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების/პრეტენზიების სადაზღვევო კომპანიისთვის მიწოდება (ასეთის არსებობის/საჭიროების შემთხვევაში) და ინფორმაციის დამუშავება/სისტემატიზაცია;
- „კომპანიის“ იმ ვალდებულებების შესწავლა/შემოწმება, რომელიც წარმოშობილია დელიქტური ვალდებულებებიდან გამომდინარე; ასეთი ვალდებულების ფარგლებში, დაზარალებულთან ურთიერთობა, შესაბამის კომისიასთან შეთანხმებით;
- „კომპანიაში“ შემოსულ კორესპონდენციაზე შესაბამისი პასუხის გაცემა, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის/კორპორატიული სამსახურის უფროსის დავალებით;
- „კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს ან/და ნებისმიერი სხვა მმართველობითი რგოლის სამართლებრივი მხარდაჭერა, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად;
- თანამშრომელთათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა „კომპანიის“ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- დეპარტამენტის უფროსის/კორპორატიული სამსახურის უფროსის დავალებით სხვადასხვა საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი იურიდიული მიმართულებით;
- ადვოკატთა ასოციაციის წევრი სამოქალაქო/საერთო მიმართულებით (სასურველია);
- იურისტის პოზიციაზე იურიდიულ დეპარტამენტში მუშაობის/სტაჟირების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს კანონმდებლობის და დარგში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის ცოდნა;
- სამართლებრივი დოკუმენტაციის სისტემატიზაციის, აღრიცხვისა და წარმოების წესების ცოდნა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
- MS Office -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ფლობა.
კატეგორია: სამართალი / იურისტი
გამოცდილება: საშუალო (middle), 2–5 წელი
ენები: ინგლისური (კარგად), რუსული (კარგად)
განათლება: ბაკალავრი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

