გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია
იურიდიულიიურისტი
გამოქვეყნდა 25 სექბოლო ვადა: 25 ოქტ
- ანაზღაურება
- 4 000 ₾
- მისამართი
- ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი)
სრული აღწერა
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი);
- სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (დისტანციური ან შეთავსებით მუშაობა არ განიხილება);
- შრომის ანაზღაურება: 4000 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო;
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად); გამოსაცდელი ვადის შემდეგ, 5000 ლარი ხელზე + ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის კლიენტებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
- წარმომადგენლობის განხორციელება ყველა ინსტანციის სასამართლოსა და არბიტრაჟში;
- სხვადასხვა სახის საპროცესო დოკუმენტების შედგენა/ანალიზი (სარჩელი, შესაგებელი, შუამდგომლობა და ა.შ.);
- კომპანიების წარმომადგენლობა საჯარო რეესტრსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში;
- ადმინისტრაციული საჩივრების დამზადება;
- სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება;
- კომპანიის დირექტორის მიერ გაცემული სხვა პროფილური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (სავალდებულოა) სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება;
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით (სავალდებულოა);
- ადვოკატად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი (სავალდებულოა);
- ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა);
- მართვის მოწმობის ფლობა (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად).
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
