ლექსჯორჯია
იურიდიულიიურისტი
გამოქვეყნდა 9 ოქტბოლო ვადა: 9 ნოე
- ანაზღაურება
- 1 500–2 000 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- მთავარი მოთხოვნა
- უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი)
სრული აღწერა
იურიდიული კომპანია "ლექსჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას იურისტის (ადვოკატის) პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი;
- ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით);
- სამუშაო დრო: სრული.
ძირითადი მოვალეობები:
- ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
- კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა/მონაწილეობის მიღება;
- კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
- კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია/მონაწილეობის მიღება;
- ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმისწარმოება/მონაწილეობის მიღება;
- გაფრთხილების წერილების მომზადება და გაგზავნა;
- სარჩელების/შესაგებლების/საჩივრების მომზადება; მათი სასამართლოში/მხარესთან გაგზავნის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
- სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება (საგარანტიო წერილების, ცნობების, განცხადებების, მორიგებების და ა. შ.);
- კორპორატიული კლიენტების იურიდიული მომსახურება;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან კომუნიკაცია;
- სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი);
- სავალდებულოა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით იურისტად/ადვოკატად მუშაობის სულ მცირე 2 წლის პრაქტიკული გამოცდილება;
- სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (მინიმალური დონე B2);
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საჯარო რეესტრის, მერიის, ქონების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ადვოკატის ლიცენზია სამოქალაქო ან საერთო მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawyers@lexgeorgia.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
