იურისტ-კონსულტანტი
- მისამართი
- თბილისი, ვაკე, ფალიაშვილის ქუჩა
სრული აღწერა
საკონსულტაციო კომპანია ‘’Pb Services’’ აცხადებს ვაკანსიას რუსულენოვანი იურისტ - კონსულტანტის პოზიციაზე.
ვებ-გვერდი : pbservices.ge — ბმულის გახსნა
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 18:00 საათამდე
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაო ადგილი: თბილისი , ვაკე , ფალიაშვილის ქუჩა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· იურიდიული მხარდაჭერა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. მათ შორის კორპორატიული, კომერციული, საგადასახადო და შრომითი სამართლის საკითხები.
· იურიდიული კვლევების ჩატარება და საქართველოსა და საერთაშორისო სამართლებრივ განვითარებებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის შენარჩუნება.
· რეგულაციების საკითხებში კომპანიის კლიენტების მხარდაჭერა.
· გუნდთან თანამშრომლობა იურიდიული სტრატეგიების და კლიენტების საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შემუშავებაში.
· პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის მომსახურებების შესახებ ინფორმაციის გაცნობა;
· კომპანიის არსებული და ახალი კლიენტებისთვის კომპანიის მომსახურების შესახებ კონსულტაციისა და მომსახურების გაწევა;
· არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
· სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან ურთიერთობის წარმოება კლიენტების მომსახურების პროცესში;
· კომპანიის არსებული და ახალი კლიენტებისთვის სხვადასხვა შეთავაზებების მომზადება;
· კომპანიის მიერ დანერგილ CRM პროგრამაში მუშაობა და ბაზების გამართვა;
· კომპანიის კლიენტების ბიზნეს ქეისების შესწავლა და პრობლემის/საკითხის გადაჭრის გზების შეთავაზება;
· დამსაქმებლის მიერ, საქმიანობასთან დაკავშირებით , მიცემული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა მაღალ დონეზე ;
· კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ;
ზოგადი უნარ-ჩვევები:
· დროის ეფექტურად მართვის უნარი;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· კომუნიკაბელურობა;
· მოლაპარაკების წარმოების უნარი;
· შრომისმოყვარეობა;
· ანალიტიკური აზროვნება;
· გუნდურად მუშაობის უნარი;
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ფიბი სერვისის" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: იურისტ-კონსულტანტი
ქალაქი: თბილისი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

