იურიდიული სამსახურის სახელშეკრულებო უზრუნველყოფის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 4 000 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა (სამოტივაციო წერილში მითითებული უნდა იყოს თანამდებობით დაინტერესების მიზეზი)
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
იურიდიული სამსახურის სახელშეკრულებო უზრუნველყოფის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, მართავს ქვეყნის უმსხვილეს საგზაო პროექტებს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე. ორგანიზაციის მიზანია საგზაო ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტებთან ინტეგრაცია და მგზავრთა საჭიროებების ეფექტური დაკმაყოფილება. უწყების ძირითადი ამოცანებია:
- საგზაო უსაფრთხოების ხარისხის მუდმივი ამაღლება;
- მგზავრობის დროის შემცირება და სატრანზიტო ნაკადის გაზრდა;
- ინფრასტრუქტურისა და მისი ადმინისტრირების პროცესების რაციონალური მართვა/გაუმჯობესება.
დასახული მიზნების მისაღწევად დეპარტამენტი მუდმივად ორიენტირებულია, შექმნას ჯანსაღი სამუშაო გარემო და თანასწორი სამუშაო პირობები, სადაც გამორიცხულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია თუ დაუმსახურებელი უპირატესობის მინიჭება. ამასთან, ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს ქალთა და მამაკაცთა თანასწორ წარმომადგენლობას უწყებაში.
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
14.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4000 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გაფორმებული ,,FIDIC”-ის ტიპის ხელშეკრულებებიდან და სხვა სახის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, საერთაშორისო საარბიტრაჟო დავების მასალების მომზადება;
- საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გაფორმებული ,,FIDIC”-ის ტიპის
ხელშეკრულებებიდან და სხვა სახის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, დავების განმხილველ საბჭოში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლობა, სარჩელის, პასუხის, შეპასუხებისა და შემაჯამებელი შეპასუხების მომზადება;
- საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის/შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაში შესაბამის ხელშეკრულებებში ცვლილებების პროექტების მომზადება, გარდა განვითარების პარტნიორების დაფინანსებით გაფორმებული ხელშეკრულებებისა;
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების ცვლილებების პროექტების, დანართის სახით მომზადება, ვიზირების უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ატვირთვის უზრუნველყოფა და მათ გაფორმებაში მონაწილეობის მიღება;
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ შესაბამისი კორესპონდენციის მომზადება, პირგასამტეხლოს გადახდის მონიტორინგი;
- საბანკო გარანტიების ამოქმედებასთან დაკავშირებული კორესპონდენციის პროექტის მომზადება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიათა წარმოდგენის მონიტორინგის ხელშეწყობა, აგრეთვე ვადაგაგრძელებულ საბანკო გარანტიათა შემოწმების ხელშეწყობა და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში მათი ატვირთვა;
- შესაბამისი სამართლებრივი აქტების (განკარგულებების) პროექტების მომზადება, რომლებიც უკავშირდება უცხოელ კონტრაჰენტებთან გასაფორმებელ ხელშეკრულებებს, ასევე ასეთი ხელშეკრულებების შეწყვეტის თაობაზე შესაბამისი განკარგულებების პროექტების მომზადება;
- დეპარტამენტის მიერ ხელშეკრულებების შეწყვეტასთან დაკავშირებით შესაბამისი კორესპონდენციის მომზადება;
- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, დავების წარმოების ხელშეწყობა;
- კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებისა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების ვიზირება;
- კომპეტენციის ფარგლებში, იურიდიულ სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
- დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
- სამმართველოს უფროსის (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის), სამსახურის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის) და სამსახურის უფროსის მოადგილ(ებ)ის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილ(ებ)ის) ცალკეული მითითებებისა და დავალებების შესრულება.
- საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
მიმართულება - სამართალი
საკონკურსო თემატიკა:
სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
- საქართველოს კანონი ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ (ზოგადი ნაწილი);
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილება „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №1-1/23 ბრძანება „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2026 წლის 2 ოქტომბრის N15 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ალ. ყაზბეგის გამზირი N12
საკონტაქტო ტელეფონები:
591217744
დამატებითი მოთხოვნები:
კანდიდატს მოეთხოვება:
- იურიდიული მიმართულებით მუშაობის 2 წლის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- სასურველია Microsoft Office PowerPoint-ის კარგად ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით (სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ; აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას);
- აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა (სამოტივაციო წერილში მითითებული უნდა იყოს თანამდებობით დაინტერესების მიზეზი);
- კანდიდატი ვალდებულია, დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით;
- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში, საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო და ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
-კონკურსანტებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;
კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდება ქულათა სისტემის საფუძველზე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
