იურიდიული სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 080 ₾
- ქალაქი
- თერჯოლა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
იურიდიული სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
02.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2080 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თერჯოლა
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
უზრუნველყოფს:
ა) მერიის უფლებამოსილებისადმი მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულების წარმომადგენლობის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაცემას;
გ) მერიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღებას;
დ) მოქალაქეთა წერილებსა და საჩივრების განხილვაში მონაწილეობის მიღებას;
ე) ახორციელებს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის და დაინტერესებულ პირებისთვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციებისა გაცემას;
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი";
- „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თერჯოლა რუსთაველის N109
საკონტაქტო ტელეფონები:
598 800 910
საკონტაქტო პირი:
ნინო ლილუაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
-იურიდიულ სფეროში 2 (ორ) წლიანი სამუშაო გამოცდილება
-ანალიტიკური აზროვნება;
-გუნდური მუშაობა;
-დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
-ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
-საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
-დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, ღია კონკურსის გამოცხადების დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განცხადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ
ვებგვერდზე: http://www.vacancy.hr.gov.ge.
- „განათლების" ველში კანდიდატმა უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა კანდიდატმა განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე);
- „სამუშაო გამოცდილების" ველში კანდიდატმა დეტალურად უნდა აღწეროს მისი ფუნქციები და ატვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- „სამოტივაციო წერილის" ველში კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი, რომელშიც დაასაბუთებს თუ რატომ დაინტერესდა აღნიშნული ვაკანსიით.
- კანდიდატის მიერ რეზიუმეში წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს სრულყოფილი, უტყუარი და შეესაბამებოდეს ვაკანტური თანამდებობისთვის განაცხადში დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
- გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება, როგორც სამართლებრივ, ასევე პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად;
- კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია.
- კონკურსის ყოველი მომდევნო ეტაპის ჩატარების შესახებ (ზუსტი ადგილი, თარიღი, დრო) კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
- კონკურსის შემდეგ ეტაპზე კონკურსანტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიშვებიან ზეპირ გასაუბრებაზე.
- განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იგი თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, ამავე კონკურსის ფარგლებში დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით კენჭისყრის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
