იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი / შტატგარეშე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
სრული აღწერა
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს პოზიციაზე: იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი / შტატგარეშე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში უფროსი სპეციალისტის შტატგარეშე პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში უფროსი სპეციალისტის 1 (ერთი ერთეული) შტატგარეშე პოზიციის დასაკავებლად.
ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო თვეში განისაზღვრება 1130 (ათასასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
შერჩეული აპლიკანტი დაინიშნება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით).
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- ა) უმაღლესი განათლება - იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი
- (სამართლის ან საერთაშორისო სამართლის სპეციალობით) ან იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი (მინიმუმ მე-5 სემესტრის სტუდენტი);
- ბ) სახელმწიფო ენაზე და ინგლისურ ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
- გ) მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser ).
აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
- ა) თსუ-ს წესდება;
- ბ) საქართველოს კანონს “უმაღლესი განათლების შესახებ”;
- გ) თსუ “იურიდიული ფაკულტეტის დებულება”;
- დ) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.
აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
- ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
- ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გ) ოპერატიულობა;
- დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
- ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
- ვ) დასაბუთების უნარი;
- ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
- თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
- ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში უფროსი სპეციალისტის 1 (ერთი ერთეული) შტატგარეშე პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
- ა) კომპეტენციის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) შემუშავება-დაგეგმვისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა;
- ბ) საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო კურსების სილაბუსებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის ტექნიკურ საქმიანობაში მონაწილეობა;
- გ) საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების სილაბუსების ანოტაციების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
- დ) ფაკულტეტზე სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა საზღვარგარეთ ან სხვა უმაღლეს სასწავლებელში მიღებული კრედიტების აღიარებაზე, საგნის თავსებადობასა (ფაკულტეტზე არსებული საგნების სილაბუსების შედარება სხვა უმაღლესი სასწავლებლის საგნებთან) და მიმდინარე სასწავლო პროცესში ხარისხთან
- დაკავშირებულ საკითხებზე;
- ე) სასწავლო კურსების და აკადემიური პერსონალის შესახებ სტუდენტთა გამოკითხვაში, მათ შორის, ფოკუს ჯგუფებში ჩართულობა; გამოკითხვის შედეგების შესახებ პროგრამის ხელმძღვანელებისთვის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის, ინფორმაციის მიწოდება;
- ვ) სამსახურში შემოსულ კორესპონდენციებზე საპასუხო წერილებისა და ოქმების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- ზ) მობილობის პროცესში გადმოსული სტუდენტების მიერ თსუ-სა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში მოპოვებული კრედიტების აღიარების პროცედურაში მონაწილეობა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
- ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
- ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
- გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
- დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
- ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის
- დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღიდა დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 10 ოქტომბრიდან 2026 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - “იურიდიული ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში უფროსი სპეციალისტის 1 (ერთი ერთეული) შტატგარეშე პოზიცია”.
ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში უფროსი სპეციალისტის 1 (ერთი ერთეული) შტატგარეშე პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge www.tsu.ge — ბმულის გახსნა -ზე და ინტერნეტ სივრცეში
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- მაგისტრი, დოქტორი, ბაკალავრი
- ენები
- ქართული,ინგლისური
- ენები
- ქართული, ინგლისური
- სტუდენტებისთვის
- დიახ
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
