იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველოს I კატეგორიის მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 040 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველოს I კატეგორიის მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სააგენტოს სახით 2008 წლის 1 სექტემბერს შეიქმნა.
სააგენტოსთვის პრიორიტეტია ვაკანტურ თანამდებობებზე მაღალკვალიფიციური, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული კანდიდატების მოზიდვა და მათი დასაქმება.
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.
მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს სააგენტოზე შეაჩერეთ არჩევანი. მალე აღმოაჩენთ, რომ ეს ძალიან საინტერესო და ძლიერი ორგანიზაციაა კარიერის დასაწყებად თუ გასაგრძელებლად, მრავალფეროვანი შესაძლებლობებითა და ნიჭიერი, თავდადებული თანამშრომლებით.
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
13.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3040 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის, მისი კურატორი მოადგილის, იურიდიული დეპარტამენტის უფროსისა და იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსის დავალებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
- სააგენტოს უფროსის მიერ შექმნილი კომისიის/ჯგუფის წევრობის შემთხვევაში, ამავე კომისიის გადაწყვეტილებების პროექტების, ოქმების ვიზირება;
- საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს კორესპონდენციისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
-სააგენტოს წარმომადგენლობა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;
- სააგენტოს კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მომზადებული კანონპროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
- კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი;
-კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებისა და სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ გაცემული შესაბამისი დავალებების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
სამართალმცოდნე
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი ;
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილება;
- საქართველოს კანონი ,,გარემოს დაცვის შესახებ”;
- ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №21 დადგენილება;
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“;
- „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი;
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ნარჩენების მართვის კოდექსი;
- „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილება;
- „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს N502 დადგენილება;
- საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ კანონი;
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის N2-978 ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ.N150
საკონტაქტო ტელეფონები:
550 000 189
საკონტაქტო პირი:
სალომე ჩხაიძე
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია :
ადმინისტრაციულ ორგანოში/საჯარო სექტორში იურისტად მუშაობის არანაკლებ 1 წელი.
სასურველია:
ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eDocument) ცოდნა;
შრომისმოყვარეობა;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
მიზანდასახულობა;
კომუნიკაბელურობა;
დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი და გამოცდილება;
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
ორგანიზებულობა;
დამატებითი ინფორმაცია:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარების შესახებ;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა - საქმიანობის, თანამდებობისა და პერიოდის მითითებით დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მიხედვით, არსებობის შემთხვევაში, შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით);
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე, უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა (დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატი კონკურსის მეორე ეტაპზე არ დაიშვება);
•კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე;
- კანდიდატები ფასდებიან კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით;
- კანდიდატთან დაკავშირება მოხდება ვებ-გვერდის (vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
- გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https:/nea.gov.ge/;
- მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, სააგენტოს სისტემის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
