იურიდიული დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურისტი)
- ანაზღაურება
- 4 000 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- უმაღლესი იურიდიული განათლება
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
იურიდიული დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურისტი)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური
ორგანიზაციის შესახებ:
ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, შეიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.saras.gov.ge.
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
21.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
4000 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, მათ შორის დავების ხასიათიდან გამომდინარე, კანონმდებლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის სამართლებრივ აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ, ნორმატიული აქტების პროექტების მიღებისათვის საჭირო პროცედურების შესრულება;
- სამსახურის სისტემაში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა (საქართველოს ზოგადი ადინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარება, კერძოდ, ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების უზრუნველყოფა, სხდომის ოქმის შედგენა, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესაბამისი ბრძანების პროექტის მომზადება);
- საჭიროების შემთხვევაში სამსახურის სისტემაში შემოსული განცხადებების განხილვა, საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაციის/ინფორმაციის შესაბამისი ერთეულიდან/უწყებიდან გამოთხოვა;
- აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმების რეესტრში ასახული ინფორმაციის მონიტორინგის, სარეგისტრაციო წარმოების, ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის დროს გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსისა და სამსახურის უფროსისათვის მიწოდება, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების ან აღმოფხვრისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
- ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის პროცესის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
- სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამსახურთან არსებული საბჭოს მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
- სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებიდან წარმოდგენილი, საქართველოს მთავრობის დადგენილების (განკარგულების)/საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების/საქართველოს კანონის პროექტების და ბრძანებების (მათ შორის ერთობლივი ბრძანებების), განხილვა, დამუშავება და დასკვნების მომზადება, აღნიშნული: ა) პროექტების სამსახურის მიზნებთან და ფუნქციებთან შესაბამისობის განსაზღვრა; ბ) პროექტებით დაინტერესებული პირების განსაზღვრა და მათი არსებობის შემთხვევაში გადაგზავნა შესათანხმებლად
- კანონით განსაზღვრულ პროფესიულ ორგანიზაციებთან, აუდიტორებთან/აუდიტორულ ფირმებთან, მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
- კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის წარმომადგენლობა სასამართლოში;
- დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულ საჩივრებზე რეაგირება და საბჭოსთან თანამშრომლობა, მათ შორის სათანადო ინფორმაციის მომზადება საბჭოს სხდომაზე გასატანად;
- მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სამსახურის უფროსისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანლის (აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტი) მითითებებისა და დავალებების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
იურისტი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
- ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“;
- ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანება „ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ".
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N17ე, X სართული
საკონტაქტო ტელეფონები:
599857296
საკონტაქტო პირი:
თამუნა სულხანიშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი იურიდიული განათლება;
- აუცილებელია იურისტად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია შემდეგი უნარ-ჩვევების ფლობა:
□ დეტალებზე ორიენტირებულობა;
□ სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
□ პროექტის მართვის უნარი;
□ დროის ეფექტური მართვის უნარი;
□ გუნდური მუშაობის უნარი;
□ დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
□ შეხვედრებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
□ არგუმენტირებული კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი;
□ ცვლილებების/სიახლეების ინიცირებისა და მართვის უნარი;
□ პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
□ კოლეგიალურობა.
დამატებითი ინფორმაცია:
ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, კონკურსის გამოცხადების დღიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: http://www.vacancy.hr.gov.ge.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს აუცილებლად უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ ქართულ ენაზე შედგენილი შემდეგი დოკუმენტაცია:
- უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობ(ებ)ის ასლ(ებ)ი ან შრომის წიგნაკის ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერის ასლი (სამსახურის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ; აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას);
- სამოტივაციო წერილი.
- კანდიდატმა რეკომენდატორების გრაფაში აუცილებლად უნდა მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია.
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირი მოხელედ არ მიიღება, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის;
ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;
გ) მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
ღია კონკურსი მოიცავს შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- განცხადების გადარჩევა - კონკურსის მეორე ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას;
- წერითი დავალება (ტესტირება სამართლებრივი აქტების ცოდნის დადგენის მიზნით ) - ბოლო ეტაპზე გადავა ის კანდიდატი, რომელიც გადალახავს სამართლებრივი აქტების ტესტის მაქსიმალურ ქულათა 75%-იან ზღვარს;
- წერითი დავალება - პროფესიული კაზუსის ამოხსნა;
- გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან. საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებისას კომისიის მიერ მათ შორის შეფასდება კანდიდატის პროფესიული ცოდნა და მოტივაცია.
კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.saras.gov.ge.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადაა განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვე. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
